მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:54

53. ამოიღო მორჩილმა ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და სამოსელი და მისცა რებეკას; მის ძმას და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები.54. ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. ადგნენ დილით და თქვა მორჩილმა: გამიშვით ჩემს პატრონთან.55. უთხრეს ქალის ძმამ და დედამ: დარჩეს ჩვენთან ყმაწვილი ქალი ერთხანს, ათი დღით მაინც. მერე კი წადი.
დაბადება თავი 24
54. ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. ადგნენ დილით და თქვა მორჩილმა: გამიშვით ჩემს პატრონთან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. ისაკისა და რებეკას ქორწინება (24:52–67):

...ე ისაკისთვის დანიშნულს, ძმასა და დედასაც ძღვენს უძღვნის, და, როცა ბატონის ბრძანება აღსრულებული იხილა, მაშინ ბოლოს საკუთარ მოსვენებასაც მისცა ნება. „და ჭამეს, — ნათქვამია, — და სუეს მან და მისთანათა მყოფთა კაცთა. და დაიძინეს და აღ-რაჲ-დგა განთიად ყრმაჲ იგი და თქუა: განმავლინე მე, რათა წარვიდე უფლისა ჩემისა" (). რადგან ყველაფერი ჩემთვის ასეთი წარმატებით მოხერხდა, ამბობს, და სხვა არაფერი დამრჩა გასაკეთებელი, თქვენც ეს გნებავთ — „განმავლინე მე, რათა წარვიდე უფლისა ჩემისა". „მიუგეს ძმათა რებეკასთა და დედამან და ჰრქუეს: იყავნ ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ აწ დღე ოდენ ათთა და ამისსა შემდგომად წარვიდეთ. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფლისა მიერ წარმემართა გზაჲ ჩემი; წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა" (). რატომ გადადებთ და აგვიანებთ, ამბობს, როცა ღმერთმა ასეთი წარმატება მომანიჭა? „წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა". **„ხოლო მათ ჰრქუეს: მოუწოდეთ ქალწულსა მასცა და ვჰკითხოთ პირსა მისსა. და მოუწოდეს რებეკას და ჰრქუეს: წარხჳდეა კაცისა ამის თანა? ხოლო მან თქუა: წარვიდე. და წარგზავნეს რებეკა, დაჲ მათი, და ზითევი მისი და მონაჲ იგი აბრაჰამისი და მისთანანი ყოველ...

სრულად ნახვა