მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 24:55

54. ჭამეს და სვეს მან და მისმა თანმხლებმა კაცებმა; ღამე გაათიეს. ადგნენ დილით და თქვა მორჩილმა: გამიშვით ჩემს პატრონთან.55. უთხრეს ქალის ძმამ და დედამ: დარჩეს ჩვენთან ყმაწვილი ქალი ერთხანს, ათი დღით მაინც. მერე კი წადი.56. უთხრა მორჩილმა: ნუ დამაკავებთ. სასიკეთოდ წარუმართავს უფალს გზა ჩემთვის. გამიშვით და წავალ ჩემს პატრონთან.
დაბადება თავი 24
55. უთხრეს ქალის ძმამ და დედამ: დარჩეს ჩვენთან ყმაწვილი ქალი ერთხანს, ათი დღით მაინც. მერე კი წადი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 48. „მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ" (დაბ 23:5-6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. ისაკისა და რებეკას ქორწინება (24:52–67):

...ავთ — „განმავლინე მე, რათა წარვიდე უფლისა ჩემისა". „მიუგეს ძმათა რებეკასთა და დედამან და ჰრქუეს: იყავნ ჩუენ თანა ქალწული ესე ვითარ აწ დღე ოდენ ათთა და ამისსა შემდგომად წარვიდეთ. ხოლო მან ჰრქუა მათ: ნუ მაბრკოლებთ მე, რამეთუ უფლისა მიერ წარმემართა გზაჲ ჩემი; წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა" (). რატომ გადადებთ და აგვიანებთ, ამბობს, როცა ღმერთმა ასეთი წარმატება მომანიჭა? „წარმგზავნეთ მე და წარვიდე უფლისა ჩემისა". „ხოლო მათ ჰრქუეს: მოუწოდეთ ქალწულსა მასცა და ვჰკითხოთ პირსა მისსა. და მოუწოდეს რებეკას და ჰრქუეს: წარხჳდეა კაცისა ამის თანა? ხოლო მან თქუა: წარვიდე. და წარგზავნეს რებეკა, დაჲ მათი, და ზითევი მისი და მონაჲ იგი აბრაჰამისი და მისთანანი ყოველნი. და აკურთხეს რებეკა, დაჲ მათი, და ჰრქუეს: დაჲ ჩუენი ხარ შენ, იყავ ათასეულად ბევრეულთა და დაიმკჳდრონ ნათესავმან შენმან ქალაქები მტერთაჲ" (). შეხედე, როგორ წინასწარმეტყველებენ ეს ხალხი, თავადაც არ იციან რა, ქალწულს მომავალს — რადგან თავად ღმერთი წარმართავდა მათ აზრებს. ისინი ორ მოვლენას წინასწარ აუწყებენ: პირველი, რომ „ათასეულად ბევრეულთა" იქნება, და მეორე, რომ მისმა თესლმა „დაიმკჳდროს ქალაქები მტერთაჲ". ხე...

სრულად ნახვა