...ნისამან, — ამბობს, — რომელმან გამომიყუანა მე სახლისაგან მამისა ჩემისა და ქუეყანისა მისგან, რომელსა ვიშევ, რომელ-იგი მეტყოდა მე: შენ მიგცე ქუეყანაჲ ესე და ნათესავსა შენსა, — იმან, რომელმაც ასეთი დიდი მზრუნველობა გამოიჩინა ჩემ მიმართ, — მან წარავლინოს ანგელოზი მისი წინაშე შენსა და მოჰგუარო ცოლი ძესა ჩემსა მუნით"** (). წადი, ამბობს, რწმენით: მტკიცედ მწამს, რომ ის, ვინც ამდენი ქველმოქმედება მომანიჭა, წინანდელ წყალობებს ამ ახალსაც დაურთავს — „წარავლინოს ანგელოზი მისი წინაშე შენსა". ყველაფერს წინასწარ მოგიმზადებს; მეუღლეზეც მოგანიშნებს, და შენ მას წამოიყვან და დაბრუნდები. ხოლო თუ მოხდება — ნუ მოხდება! — რომ ცოლი არ დათანხმდება შენთან წამოსვლას, მაშინ ფიცისგან თავისუფალი იქნები. მხოლოდ „ნუ მიაქცევ ძესა ჩემსა მუნ". მაგრამ არ ვეჭვობ, რომ უფალი წარმატებას მოგანიჭებს. ამგვარად, ღვთის ძალისადმი სასოებას ავლენს რა, მამამთავარი მონას უკრძალავს იქ ისაკის წაყვანას. მას შემდეგ, რაც ასეთი სიზუსტით მისცა მონას ბრძანება და ეჭვისგან გაათავისუფლა — რადგან მონას ეშინოდა, ფიცის დარღვევა არ მომხდარიყო, ბრძანება რომ ვერ შეესრულებინა — „დასდვა, — ნათქვამია, — ჴელი მონამან მან წყჳლთა აბრაჰამისთა, უფლისა თჳსისათა, და ეფუცა მას სიტყჳსა ამისთჳს" (...
დაბადება 24:7
6. უთხრა აბრაამმა: გაფრთხილებ, არ დააბრუნო იქ ჩემი ძე.7. უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაპაპის სახლიდან, ჩემი სამშობლო ქვეყნიდან, რომელიც მეუბნებოდა და მეფიცებოდა, შენს შთამომავლობას მივცემო ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისათვის.8. თუ არ წამოგყვა ქალი, თავისუფალი ხარ ამ ჩემი ფიცისგან, ოღონდ იქ არ დააბრუნო ჩემი შვილი.
დაბადება თავი 24