მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 25:19

18. სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ.19. აჰა, ისაკის მოდგმა, აბრაამის ძისა: აბრაამმა შვა ისაკი.20. ორმოცი წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა, შუამდინარეთიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და.
დაბადება თავი 25
19. აჰა, ისაკის მოდგმა, აბრაამის ძისა: აბრაამმა შვა ისაკი.
საუბარი 49. „და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი" (დაბ 25:19)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. აბრაჰამიდან ისაკისკენ — მართალთა ცოლების უნაყოფობა (25:19-21):

კვლავ მსურს ჩვეულ ტაბლასთან მიგიყვანოთ და მოსეს სიტყვებით გაგიმასპინძლდეთ, უფრო სწორად კი — სულიწმიდის სიტყვებით, რადგან მოსე თავისი თხრობისას არა თავისით, არამედ სულიწმიდის შთაგონებით გვამცნობს. ვნახოთ, დღესაც რას გვასწავლის. მართალთა ცხოვრების თხრობას ხომ არა უმიზეზოდ და უმიზნოდ გვიყვება, არამედ იმისთვის, რომ მათ სათნოებას მივბაძოთ და მათი სრულქმნილების მიმდევარნი ვიყოთ. მამამთავრის (აბრაჰამის) ცხოვრების გარემოებათა დაწვრილებით მოყოლისა და მისი უკანასკნელი მოღვაწეობის — მხოლოდშობილის მსხვერპლშეწირვის — აღწერის შემდეგ, აჩვენა რა ჩვენ, თუ როგორ შესწირა მამამთავარმა ღმერთს ეს საკვირველი მსხვერპლი — თუნდაც არა საქმით, მაგრამ განზრახვით, — მოსემ ამით დაასრულა თხრობა მის შესახებ. ახლა კი იმას გვიყვება, რაც ისაკს შეეხება — შეწირულსა და შეუწირავს, — ასე ჰგავდა ეს მოვლენა იგავს. მოისმინე, მართლაც, რას ამბობს პავლე: „სარწმუნოებით შეწირა აბრაჰამ ისაკი გამოცდასა მას და მხოლოდშობილსა მას შესწირვიდა, რომელმან აღთქუმაჲ იგი მოიღო" (). შემდეგ კი, რათა ზედმიწევნით შევიტყოთ, თუ როგორ აღასრულა ეს...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის