...მივადევნებთ. წერილმა არ დაგვიმალა ეს დრო, არამედ აღნიშნა, თუმცა ირიბად, რათა ჩვენი ყურადღება აღეძრა და კვლევისკენ გვიბიძგა. როგორც აჩვენა, რამდენი წლისა იყო ისაკი, როცა რებეკა მოიყვანა, ისევე ნათლად წარმოგვიდგენს ამ გარემოებასაც. „და იყო ისაკ ორმეოცთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა, ასული ბათოელისი, ასურისა" (). ყურადღებით დააკვირდი ამ დროს. შემდეგ წერილი, როცა ამბობს: „და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს, რამეთუ ბერწ იყო" (), — რათა ამ მთელ დროში გასული წლების რაოდენობა შევიტყოთ, აღნიშნავს იმასაც, რამდენი წლისა იყო ისაკი, როცა რებეკას შვილები შეეძინა: „და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი რებეკა" (). მაშ, თუ ორმოცი წლისა იყო, როცა ცოლი მოიყვანა, და სამოცისა — როცა ცოლმა შვა, აშკარაა, რომ ოცი წლის განმავლობაში ევედრებოდა ღმერთს და ამგვარად აღძრა რებეკას უნაყოფო საშო შვილოსნობისკენ. ხედავთ ლოცვის ძალას — როგორ შეძლო თავად ბუნების დაძლევაცაც? მივბაძოთ ისაკს ჩვენც ყველანი: ასევე მუდმივნი ვიყოთ ლოცვებში, ფხიზელი სულით, შემუსვრილი გულით. მოვისმინოთ პავლეს შეგონება: **„მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ად...
დაბადება 25:20
19. აჰა, ისაკის მოდგმა, აბრაამის ძისა: აბრაამმა შვა ისაკი.20. ორმოცი წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა, შუამდინარეთიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და.21. ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
დაბადება თავი 25