მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 25:28

27. წამოიზარდნენ ყმაწვილები; შეიქნა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი იყო სრული კაცი კარვებში მცხოვრები.28. უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევი იყო მისი საჭმელი; ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.29. მოამზადა იაკობმა შეჭამადი და ესავიც დაბრუნდა ველიდან დაღლილი.
დაბადება თავი 25
28. უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევი იყო მისი საჭმელი; ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 50. „და მუცლად-იღო რებეკა" (დაბ 25:21–22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. რებეკას ღვთისმოსაობა და ესავის პირმშოობის გაყიდვა (25:21-33):

...თო წერილი შემდგომში აღსასრულებელ მოვლენებს, როცა თავიდანვე გიჩვენებთ თითოეული ძმის საქმიანობას: ერთი ნადირობით იყო დაკავებული, ხოლო მეორე მიწის მუშაკი იყო, კაცი უმანკო, მუდმივად სახლში მცხოვრები. ამიტომ რებეკას იაკობი უყვარდა, ხოლო ისააკს — ესავი: „რამეთუ ნადირი მისი, — ამბობს წერილი, — იყო საზრდელად მისა" (). შეხედე, როგორ იყოფდნენ თავად მშობლები შვილებს. დედა რომ ხედავდა იაკობში გულუბრყვილო ბავშვს, მუდმივად სახლში მყოფს, მისკენ მეტ მიდრეკილებას იჩენდა. ხოლო მამას ესავი უფრო უყვარდა, იმის გამოც, რომ პირმშო იყო, და მისი ნადირობის ნამონადირევის გამოც. თუმცა ისინი ასე იქცეოდნენ ბუნებრივი სიყვარულის მიხედვით. მაგრამ წინასწარმეტყველება, რომ „უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა" (), თანდათან აღსრულებას მიეახლებოდა. აჰა, შეხედე ახლა. „შეგბოლა, — ამბობს წერილი, — იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ ველით დამაშურალი. და ჰრქუა ესავ იაკობს: გემო მაჩუენე მე მგბარისა მისგან ოსპისანი, რამეთუ მოუძლურდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ედომ. და ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც მე დღეს პირმშოებაჲ შენი" (დაბ 25:29–31). ამაზე ესავმა უპასუხა: რა სარგებელი მაქვს პირმშოებისგან, როცა სიკვდილი მემუქრება, თუ საზრდელს არ მივიღებ?...

სრულად ნახვა