მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 25:27

26. მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა მოჭიდებული; და დაარქვეს მას სახელად იაკობი. სამოცი წლისა იყო ისაკი მათი შობისას.27. წამოიზარდნენ ყმაწვილები; შეიქნა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი იყო სრული კაცი კარვებში მცხოვრები.28. უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევი იყო მისი საჭმელი; ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
დაბადება თავი 25
27. წამოიზარდნენ ყმაწვილები; შეიქნა ესავი მარჯვე მონადირე, ველების კაცი. იაკობი იყო სრული კაცი კარვებში მცხოვრები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 54. „მოუწოდა რებეკამ ძესა თჳსსა უმრწემესსა" (დაბ 27:42)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. რებეკას გონიერი საბაბი და ისაკის კურთხევა (28:1–11):

...და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას"** (დაბ 28:10–11). ხედავ გამოუთქმელ სიბრძნისმოყვარეობას? ხედავ, როგორ მოგზაურობდნენ ძველად? ადამიანი, სახლში გაზრდილი (კვლავ იმავეს ვიტყვი), ისეთი მომსახურებით სარგებლობდა რა, რადგან „კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა" — ნათქვამია (), — გზას რომ დაადგა, არც ასატვირთი ცხოველები მოითხოვა, არც ამალა, არც სამგზავრო მარაგი; არამედ გზას ადგება, თითქოსდა უკვე მოციქულურ მაგალითს მისდევდეს. როცა მზე ჩავიდა, იქ დაიძინა, სადაც ღამემ მოუსწრო. „მოიღო, — ნათქვამია, — ლოდი და დაიდვა სასთუნალად". ყურადღება მიაქციე ჭაბუკის მამაკაცურობას: ლოდი სასთუნალად გამოიყენა და შიშველ მიწაზე დაიძინა. სამაგიეროდ, ვინაიდან სიბრძნისმოყვარე სული ჰქონდა, მტკიცე გონება და ყოველგვარი ამქვეყნიური ამაოებისგან თავისუფალი იყო, საოცარი ხილვის ღირსი შეიქნა. ასეთია ჩვენი უფალი: როცა ხედავს კეთილგონიერ სულს, ამჟამინდელზე ცოტათი მზრუნველს, მის მიმართ დიდ განგებულებას გამოიჩენს.

4. იაკობის ხილვა კიბისა და ღვთის აღთქმანი (28:12–19)

მაშ, შეხედე ამ მართალს, რომელიც შიშველ მიწაზე წევს და ხილვას ჭვრეტს, ანუ — უკეთ რომ ვთქვა — თავად ღვთის გამოცხადების ღირსი ხდება. **„და ჩუენებასა იხილვიდა, — ნათქვა...

სრულად ნახვა