მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 26:11

10. უთხრა აბიმელექმა: ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩვენებური, და კიდევ გაგვრევდი ცოდვაში.11. უბრძანა აბიმელექმა მთელს ხალხს: ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება.12. დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასწილად მოიმკო მოსავალი იმ წელიწადს. და აკურთხა იგი უფალმა.
დაბადება თავი 26
11. უბრძანა აბიმელექმა მთელს ხალხს: ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 51. „და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა" (დაბ 26:1)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ისაკი გერარეთში და ღვთის განგება (26:7-11):

...ი მამის დროს, და ახლაც, მალე რომ არ გაგვეგო, იმავეს განვიცდიდით, „და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ". მაშინ უმეცრებით შევცოდეთ; და ახლაც შენ კინაღამ უმეცრების ცოდვაში ჩაგვაგდე. „და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა მას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს" (). შენიშნე ღვთის განგება, შენიშნე გამოუთქმელი მზრუნველობა! ის, ვინც ისაკს უთხრა: არ წახვიდე ეგვიპტეში, ამ ქვეყანაში დასახლდი და მე შენთან ვიქნებიო, — ისვე ამ ყოველივეს აწყობდა და მართალს ასეთ უსაფრთხოებაში აყენებდა. შეხედე, როგორ ზრუნავს მეფე, რომ ისაკი უსაფრთხოდ ცხოვრობდეს და ყოველი შეწუხებისგან თავისუფალი ყოფილიყო. მეფე, როგორც ნათქვამია, სიკვდილით ემუქრებოდა ყველას, ვინც მას ან მის ცოლს შეეხებოდა. სწორედ ეს შიში — ვგულისხმობ, სიკვდილის შიში — აშფოთებდა მართლის სულს; ამიტომ კაცთმოყვარე უფალმა ეს შიშიც მოაცილა, რათა სრულ უსაფრთხოებაში ეცხოვროს. და აი, რა არის საკვირველი და საოცარი: რაოდენ მზრუნველი და ბრძენი ღმერთი, რომელიც ყოველივეს თავისი ნებით აწყობს, გამოუვალ ადგილას გზას ხსნის, — როგორ ამტკიცებს თავის მორჩილთა უსაფრთხოებას იმ გარემოებების მეშვეობითვე, რომლებიც მოჩვენებითად მტრულნი და საწინააღმდეგონი არიან. რატომ, მითხარი,...

სრულად ნახვა