...ვთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობა ადიდოს და ყველაფერს მხოლოდ დროთა ცვლილებას ნუ მიაწერს. მაგრამ თანმიმდევრობას უნდა დავუბრუნდეთ და განვიხილოთ, თუ როგორ აღენთნენ შურით გერარის მცხოვრებლები, მართლის სიმდიდრე რომ შენიშნეს, და გადაწყვიტეს მისი იქიდან განდევნა: „ეშურებოდეს მას", — ნათქვამია, — „ფილისტიმელნი იგი" (). შემდეგ საღვთო წერილი, რომელსაც სურს აჩვენოს, რაში გამოამჟღავნეს თავიანთი შური, დასძენს: „და ყოველივე ჯურღმულები, რომელი თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა და აღავსეს მიწითა" (). აჰა, რა ბოროტება იყო მათი: წყალშიც შეშურდათ მართლისა; თვით მეფეც, რომელსაც თავად ყოველივეს სიუხვე ჰქონდა, ვერ შეიკავა თავი შურისგან და უთხრა: „განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად". რა დიდი ავგულობა! რისთვის დევნი მართალს? განა რამე ავნო შენ? განა რამეთი შეგაწუხა? მაგრამ ასეთია შური: არაფერს აკეთებს განსჯით. თუ მეფე ხედავდა, რომ მართალი ღმრთისგან ასეთი წყალობით სარგებლობდა, მეტი პატივი უნდა მიეგო მისთვის, მეტი მზრუნველობა გამოეჩინა, რათა მართლის პატივისცემით თავადაც ზეციური კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ხოლო ის არა თუ ამას არ აკეთებს, არამედ განდევნასაც ცდილობს და ეუ...
დაბადება 26:14
13. გამდიდრდა კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე მეტისმეტად არ გამდიდრდა.14. ჰყავდა ცხვრის ფარა, ნახირი და ჰქონდა უამრავი სახნავ-სათესი, და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.15. ჭები, რომლებიც მამამისის მორჩილებს ჰქონდათ ამოღებული აბრაამის, მამამისის დროს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
დაბადება თავი 26