მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 26:15

14. ჰყავდა ცხვრის ფარა, ნახირი და ჰქონდა უამრავი სახნავ-სათესი, და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.15. ჭები, რომლებიც მამამისის მორჩილებს ჰქონდათ ამოღებული აბრაამის, მამამისის დროს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.16. უთხრა აბიმელექმა ისაკს: გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი.
დაბადება თავი 26
15. ჭები, რომლებიც მამამისის მორჩილებს ჰქონდათ ამოღებული აბრაამის, მამამისის დროს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს.
საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. ისაკის ასმაგი მოსავალი და ფილისტიმელთა შური (26:12-16):

დღეს საჭიროა, საყვარელნო, გუშინდელი საუბრის ნაშთი მოგაგოთ და (ბიბლიური) სიტყვის თანმიმდევრობა შეგახსენოთ, რათა ყურადღება მივაქციოთ, თუ როგორ ზეციური მზრუნველობით სარგებლობდა მართალი ისაკი. ის, ვინც ეგვიპტეში მგზავრობა აუკრძალა და უთხრა: „დაემკჳდრე ქუეყანასა მას", ისე აამაღლა იგი ყოველმხრივ, რომ მცირე ხნის შემდეგ გერარის მეფემ შეშურა მისი. როცა დაინახეს, რომ მისი ქონება დღითიდღე მრავლდებოდა, შეშინდნენ ამ კაცის იქ დამკვიდრებისა და აიძულებდნენ, იქიდან გადასახლებულიყო. მაგრამ სჯობს, საღვთო წერილის სიტყვები თავად მოვისმინოთ, რათა სრულად ვიხილოთ, რა კეთილგანწყობას უჩვენებდა ღმერთი თავის მონებს. „სთესა", — ნათქვამია, — „ისაკ მას წელსა და იყო ას ასეული ქრთილისაჲ". გთხოვთ, შეამჩნიოთ ღვთის სიბრძნე: რათა მართალს ეჩვენებინა, რომ ის, ბუნების შემოქმედი, შეუძლებელსაც შესაძლებლად აქცევს და თავიდანვე ბრძანებით აღძრა მიწა ნაყოფის გამოღებად, (ღმერთმა) მოახდინა ის, რომ მართალმა ასმაგი ნაყოფი მიიღო იმ მიწაზე დათესილიდან; ამით იგი უფრო დიდ კეთილდღეობაში მოიყვანა, ისე, რომ არაფერი აღარ აკლდა, ხოლო იმათაც (გერარის მცხოვრებლებს) თავად საქმით...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის