მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 26:18

17. წავიდა იქიდან ისაკი და დადგა გერარის ხეობაში, და იქ დასახლდა.18. ისევ ამოიღო ისაკმა აბრაამის, მამამისის დროს ამოღებული ჭები, ფილისტიმელებმა რომ ამოავსეს აბრაამის სიკვდილის შემდეგ და კვლავ უწოდა ის სახელები, მამამისმა რომ შეარქვა.19. თხრიდნენ ისაკის მორჩილნი გერარის ხეობაში და წააწყდნენ იქ გამდინარე ჭას.
დაბადება თავი 26
18. ისევ ამოიღო ისაკმა აბრაამის, მამამისის დროს ამოღებული ჭები, ფილისტიმელებმა რომ ამოავსეს აბრაამის სიკვდილის შემდეგ და კვლავ უწოდა ის სახელები, მამამისმა რომ შეარქვა.
საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკის სიმშვიდე და ჭების გამო წინააღმდეგობა (26:17-22):

ხედავ, საყვარელო, გერარის მეფისა და იქაურ მცხოვრებთა ზნეობრივ უღირსებას? შეხედე მართლის დიდ სიმშვიდესაც, თუ როგორ არ გაამპარტავნდა; და მიუხედავად იმისა, რომ თავად ხედავდა საქმით ღვთის დიდ წყალობას მის მიმართ, არ აღუდგა მეფეს მასთან მოლაშქრე (ზეციური) ძალის იმედით, არამედ როგორც უმწეო ადამიანი, რომელიც საიდანაც არავითარ შეწევნას იღებს, დიდი სიმშვიდით, მეფეს სიტყვითაც კი რომ არ გაეწინააღმდეგა, შეასრულა მისი ბრძანება, მყისვე გამოვიდა იქიდან და თავისი წასვლით ვნების ალი ჩაუქრო, რითაც თავისი განსაკუთრებული სიმშვიდეც აჩვენა და ამასთან (მეფის) გაღიზიანებაც დაამშვიდა. „და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა" (). და რაც ქრისტემ, (ქვეყნად) მოსულმა, თავის მოწაფეებს მცნებად დაუდო სიტყვებით: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად" (), სწორედ ამას ისაკი საქმით უკვე ასრულებდა. და როგორც დავითი საულის ძლიერ სიძულვილს ამშვიდებდა — განშორდებოდა და საშინელებას თავს არიდებდა, ამით მის ძლიერ გაღიზიანებას ალბობდა, — ზუსტად ასევე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის