მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 26:17

16. უთხრა აბიმელექმა ისაკს: გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო ძლიერი შეიქენი.17. წავიდა იქიდან ისაკი და დადგა გერარის ხეობაში, და იქ დასახლდა.18. ისევ ამოიღო ისაკმა აბრაამის, მამამისის დროს ამოღებული ჭები, ფილისტიმელებმა რომ ამოავსეს აბრაამის სიკვდილის შემდეგ და კვლავ უწოდა ის სახელები, მამამისმა რომ შეარქვა.
დაბადება თავი 26
17. წავიდა იქიდან ისაკი და დადგა გერარის ხეობაში, და იქ დასახლდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკის სიმშვიდე და ჭების გამო წინააღმდეგობა (26:17-22):

...აც არავითარ შეწევნას იღებს, დიდი სიმშვიდით, მეფეს სიტყვითაც კი რომ არ გაეწინააღმდეგა, შეასრულა მისი ბრძანება, მყისვე გამოვიდა იქიდან და თავისი წასვლით ვნების ალი ჩაუქრო, რითაც თავისი განსაკუთრებული სიმშვიდეც აჩვენა და ამასთან (მეფის) გაღიზიანებაც დაამშვიდა. „და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა" (). და რაც ქრისტემ, (ქვეყნად) მოსულმა, თავის მოწაფეებს მცნებად დაუდო სიტყვებით: „რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად" (), სწორედ ამას ისაკი საქმით უკვე ასრულებდა. და როგორც დავითი საულის ძლიერ სიძულვილს ამშვიდებდა — განშორდებოდა და საშინელებასროებას თავს არიდებდა, ამით მის ძლიერ გაღიზიანებას ალბობდა, — ზუსტად ასევე ეს მართალიც სამოციქულო სიტყვას ასრულებდა: „ეცით ადგილ რისხვასა" (). ქალაქი დატოვა და ხევში გადავიდა (და დასახლდა). მაგრამ შეხედე, როგორ იქცეოდა იქაც დიდი სიმშვიდით, რადგან მისი მწუხარებანი ამით არ დასრულდა, არამედ, როცა იქ იყო და ჭების თხრას აპირებდა, მცხოვრებნი მის წინააღმდეგ აღდგნენ. „მო-ვე-თხარა", — ამბობს (წერილი), — „ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა" მისი **„მამისა მისისათა, და...

სრულად ნახვა