მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 26:20

19. თხრიდნენ ისაკის მორჩილნი გერარის ხეობაში და წააწყდნენ იქ გამდინარე ჭას.20. ედავებოდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებს, ჩვენიაო წყალი. უწოდა სახელად იმ ჭას: ყესეკი; რადგან დაობდნენ მასთან.21. ამოიღეს მეორე ჭა და მასზედაც შეედავნენ; უწოდა მას სახელად სიტნა.
დაბადება თავი 26
20. ედავებოდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებს, ჩვენიაო წყალი. უწოდა სახელად იმ ჭას: ყესეკი; რადგან დაობდნენ მასთან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკის სიმშვიდე და ჭების გამო წინააღმდეგობა (26:17-22):

...ახლაც, როცა მწყემსები შეურაცხყოფენ და ჭას მისაკუთრებენ, უთმობს მათ. და, რომ ამ შეურაცხყოფის ხსოვნა შთამომავლობისთვისაც შენარჩუნებულიყო, ჭას იქ მომხდარი შემთხვევიდან არქმევს სახელს. ვინაიდან (მწყემსებმა) აშკარა შეურაცხყოფა მიაყენეს, მან, წერილის მოწმობით, „უწოდა სახელი ჭასსა მას" (ანუ ადგილს): „ვნებაჲ" (). ამრიგად, თავად ადგილის სახელი, თითქოს სპილენძის სვეტზე ამოტვიფრული, შემდგომი დროისთვის მართლის სიმშვიდისა და იმ მცხოვრებთა უსამართლობის ხსოვნად დარჩა. ყველა, ვინც ადგილის სახელიდან ასეთი წოდების მიზეზს გაიგებდეს, ერთის სათნოებას და მეორეთა უკიდურეს ბოროტებას ხედავდეს. და შეხედე, როგორ ამაღლებს თავისი სიმშვიდის ყოველმხრივ გამოვლენით თავის სათნოებას, ხოლო ისინი თავიანთი ნების საწინააღმდეგოდაც კი, თავიანთი ბოროტების უკიდურესობით, მის დიდებას უწყობენ ხელს. ერთი (შეურაცხყოფით) არ კმაყოფილდებიან და კვლავ აღუდგებიან, როცა სხვა ჭასს გათხარა. „წარმოვიდა მიერ", — ნათქვამია, — ... „და თხარა ჯურღმული სხუაჲ; და ესჯოდეს მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი მტერობაჲ" (). კვლავ შენიშნე მართლის კეთილგონიერება! აქ, როგორც ჩანს, ჭა სრულად არ წაართვეს, არამედ მხოლოდ დაობდნენ და, თავიანთი...

სრულად ნახვა