მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 26:21

20. ედავებოდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებს, ჩვენიაო წყალი. უწოდა სახელად იმ ჭას: ყესეკი; რადგან დაობდნენ მასთან.21. ამოიღეს მეორე ჭა და მასზედაც შეედავნენ; უწოდა მას სახელად სიტნა.22. გადაინაცვლა იმ ადგილიდან და კიდევ ამოიღო სხვა ჭა; მასზე აღარ შედავებიან და უწოდა სახელად რეხობოთი (სიფართოვე). თქვა: რაკი ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა, ვიმრავლებთ ამქვეყნად.
დაბადება თავი 26
21. ამოიღეს მეორე ჭა და მასზედაც შეედავნენ; უწოდა მას სახელად სიტნა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკის სიმშვიდე და ჭების გამო წინააღმდეგობა (26:17-22):

...ი თავიანთი ნების საწინააღმდეგოდაც კი, თავიანთი ბოროტების უკიდურესობით, მის დიდებას უწყობენ ხელს. ერთი (შეურაცხყოფით) არ კმაყოფილდებიან და კვლავ აღუდგებიან, როცა სხვა ჭასს გათხარა. „წარმოვიდა მიერ", — ნათქვამია, — ... „და თხარა ჯურღმული სხუაჲ; და ესჯოდეს მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი მტერობაჲ" (). კვლავ შენიშნე მართლის კეთილგონიერება! აქ, როგორც ჩანს, ჭა სრულად არ წაართვეს, არამედ მხოლოდ დაობდნენ და, თავიანთი უსამართლობა რომ ნათლად დაინახეს, უკან დაიხიეს. ამიტომ დაარქვა მან იმ ადგილს „მტერობაჲ", რადგან ის მტრობის მიზეზი გახდა. მაგრამ ასეთ შეურაცხყოფებს რომ ყოველდღე, ასე ვთქვათ, იტანდა მიმდებარე მცხოვრებთაგან, არ სულმოკლეობდა, სასოწარკვეთილებას არ ავლენდა და არც გულში იფიქრა ან თქვა: აჰა, ჭებით სარგებლობის ძალაც კი არ მაქვს — ხომ არ მიმატოვა ზეციურმა შეწევნამ, ხომ არ მოვაკლდი ღვთის განგებას? ამის მსგავს არაფერს ფიქრობდა და არაფერს განიზრახავდა, არამედ ყველაფერს სრულყოფილი სიმშვიდით იტანდა. ამიტომაც ყველაფერში უფრო მეტი ზეციური შეწევნა ჰქონდა. ასეთი შემთხვევები, ასე ვთქვათ, მართლის სათნოების ვარჯიში იყო. „და წარვიდა იგი მიერ-ცა", — ნათქვამია, — ... **„და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას...

სრულად ნახვა