ამრიგად, მიბაძე მის მორჩილებას და ირწმუნე ჩემი სიტყვა, რომ კიდევ უფრო დიდი ჯილდოს ღირსი გახდე, როგორც მამის სათნოების, ისე საკუთარი მორჩილების გამო; და არ წახვიდე ეგვიპტეში, აქ დარჩი. ხედავ ღვთის კაცთმოყვარეობას, — როგორ განამტკიცა ისაკის სული მამის სათნოების შეხსენებით? „და დაეშენა", — ამბობს წერილი, — „ისაკ გერარეთს". მაგრამ შეხედე, როგორ განიცდის ისიც თითქმის იმავე საფრთხეებს, რომლებსაც მისი მამა განიცდიდა. გერარეთს რომ დასახლდა, „ჰკითხეს", — ამბობს წერილი, — „კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს" (). ეშინოდა, მცხოვრებთ არ მოეკლათ, მისი ცოლის სილამაზით განცვიფრებულთ: „ნუუკუე-მცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა. და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. და შთახედა აბიმელექ მეფემან გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა. მოუწოდა აბიმელექ ისაკს და ჰრქუა: ცოლი სამე შენი არს. რაჲსათჳს სთქუ, დაჲ ჩემი არს?" (დაბ 26:7–9). როცა ამ ნიშნებით ჭეშმარიტება გამოაშკარავდა,...
დაბადება 26:9
8. კარგა ხნის ნაცხოვრები იყო ისაკი იმ ქვეყანაში, როცა გამოიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი რებეკას, თავის ცოლს.9. დაიბარა აბიმელექმა ისაკი და უთხრა: ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი; რამ გათქმევინა ჩემი და არისო? უთხრა ისაკმა: ვიფიქრე, მისი გულისთვის არ მომკლან-მეთქი.10. უთხრა აბიმელექმა: ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩვენებური, და კიდევ გაგვრევდი ცოდვაში.
დაბადება თავი 26