...მოშურნეობას ხედავს. ყურადღების გარეშე ნუ დატოვებ, საყვარელო, (იაკობის) ამ შფოთსა და დააკვირდი, რომ ყოველი მხრიდან საფრთხე იყო მისთვის: ეშინოდა და კანკალებდა, კურთხევის გამო რომ წყევის ქვეშ არ მოქცეულიყო. „ჰრქუა, — ნათქვამია შემდეგ, — ისაკ: მომეახლე მე და ჴელი შეგახო. უკეთუ შენ ხარ შჳლი ჩემი ესავ, ანუ არა“ (). ხმის მიხედვით (იაკობისა) მართალი გარკვეულწილად ეჭვობდა; მაგრამ, რადგან (ღვთის) განგებულებას აღსრულება ეკუთვნოდა, მან არ მისცა მას საშუალება, მოტყუება გაეგო. „და მიეახლა, — ნათქვამია, — იაკობ ისაკს, მამასა თჳსსა და მან ჴელი შეახო და თქუა: ჴმაჲ ესე - ჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი - ესავისნი. და ვერ იცნა იგი“ (დაბ 27:22–23). ხედავ, როგორ აჩვენებს (წერილი), რომ ეს ყველაფერი ღვთის მადლის საქმე იყო, რომელმაც ისე მოაწყო, რომ ისაკმა ვერაფერი შეიტყო მომხდარის შესახებ და იაკობმა მამის კურთხევა მიიღო? „და ვერ იცნა იგი, — ამბობს (წერილი), — რამეთუ იყვნეს ჴელნი მისნი ვითარცა ჴელნი ესავის... და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი ესავ?“ (დაბ 27:23–24). აი, კვლავ საღვთო წერილი აჩვენებს, რომ მართალი ჯერ კიდევ ყოყმანობდა; ამბობდა: „შენ ხარ ძე ჩემი ესავ?“, რათა ამით კვლავ გვეხილა, რომ მამა ბუნებრივი სიყვარულით დაძლეული მოქმედებდა; ხოლო ღმერთი ყველაფ...
დაბადება 27:21
20. უთხრა ისაკმა თავის შვილს: რა მალე გიპოვნია, შვილო. უთხრა: უფალი, შენი ღმერთი შემეწია.21. უთხრა ისაკმა იაკობს: მომიახლოვდი, ხელი მოგისვა, შვილო; მართლა ჩემი შვილი ესავი ხარ თუ არა.22. მიუახლოვდა იაკობი მამამისს, ისაკს. მან ხელი შეავლო და თქვა: ხმა იაკობის ხმაა, ხელები კი ესავის ხელებია!
დაბადება თავი 27