მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 27:30

29. გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი!30. როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა და იაკობი გავიდა ისაკისგან, ნადირობიდან დაბრუნდა ესავიც.31. მანაც მოამზადა კერძი, მიუტანა მამამისს და უთხრა: ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი შვილის ნანადირევი, რომ მაკურთხოს მისმა სულმა.
დაბადება თავი 27
30. როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა და იაკობი გავიდა ისაკისგან, ნადირობიდან დაბრუნდა ესავიც.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 53. „იყო ესავ ორმეოცის წლის.“ (დაბ 26:34–35)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ისაკის კურთხევა იაკობისადმი (27:20–30):

...დრე ამ ჩანაფიქრისის მიზანი მიღწეული იქნა და იაკობი, მამისგან კურთხევა მიღებული, უკვე წავიდა მისგან. სწორედ ამას გვაუწყებს ნეტარი მოსე, როცა აქ მიუმატებს: „და იყო, ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისაგან იაკობისა, ძისა თჳსისა, გამოვიდა იაკობ პირისაგან ისაკისა, მამისა თჳსისა, და მოვიდა ესავ, ძმაჲ მისი, ნადირობით“ ().

4. ესავის მწარე ტირილი და მამის პასუხი (27:31–40)

შეხედე, როგორ იმის წასვლის შემდეგ მაშინვე მოდის ეს — არა უბრალოდ და არა უმიზეზოდ, არამედ იმისთვის, რომ მანაც, არაფრის მცოდნემ, საჭმელი მიართვა და თავად მამისგან შეეტყო ყველაფრის მიმდინარეობა. რომ ძმა დაეხვედრა, შესაძლოა, მრისხანებით აღძრული, მოეკლა კიდეც; თუ ამას უკვე შემდეგ სურდა (გაეკეთებინა), მით უმეტეს გააკეთებდა თავად შემთხვევისას. მაგრამ ღვთის მარჯვენა იცავდა ყრმას, კურთხევის ღირსად აქცია რა იგი, ხოლო ის (ესავი) კურთხევასაც მოაკლდა და პირმშოობასაც. მოვიდა რა, ნათქვამია, „უქმნა საჭმელი მამასა თჳსსა... და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან“ (). შეხედე, როგორ მოიცვა კვლავ მართალი შფოთმა და როგორ აღელდა სულით. (ესავის) სიტყვების მოსმენით თქვა: **„ვინ ხარ შენ?...

სრულად ნახვა