შეხედე, როგორ იმის წასვლის შემდეგ მაშინვე მოდის ეს — არა უბრალოდ და არა უმიზეზოდ, არამედ იმისთვის, რომ მანაც, არაფრის მცოდნემ, საჭმელი მიართვა და თავად მამისგან შეეტყო ყველაფრის მიმდინარეობა. რომ ძმა დაეხვედრა, შესაძლოა, მრისხანებით აღძრული, მოეკლა კიდეც; თუ ამას უკვე შემდეგ სურდა (გაეკეთებინა), მით უმეტეს გააკეთებდა თავად შემთხვევისას. მაგრამ ღვთის მარჯვენა იცავდა ყრმას, კურთხევის ღირსად აქცია რა იგი, ხოლო ის (ესავი) კურთხევასაც მოაკლდა და პირმშოობასაც. მოვიდა რა, ნათქვამია, „უქმნა საჭმელი მამასა თჳსსა... და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან“ (). შეხედე, როგორ მოიცვა კვლავ მართალი შფოთმა და როგორ აღელდა სულით. (ესავის) სიტყვების მოსმენით თქვა: „ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ“ (). ყურადღება მიაქციე, როგორ არ დაკმაყოფილდა ის, თავის (საქმეზე) ბევრს ფიქრობდა რა, პასუხით: „მე ვარ ესავ“; არამედ კიდევ დაუმატა: „პირმშო.“ „განცჳფრდა ისაკ...
დაბადება 27:31
30. როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა და იაკობი გავიდა ისაკისგან, ნადირობიდან დაბრუნდა ესავიც.31. მანაც მოამზადა კერძი, მიუტანა მამამისს და უთხრა: ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი შვილის ნანადირევი, რომ მაკურთხოს მისმა სულმა.32. უთხრა ისაკმა, მამამისმა: ვინ ხარ? მიუგო: შენი შვილი ვარ, შენი პირმშო ესავი ვარ.
დაბადება თავი 27