...ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან“** (). შეხედე, როგორ მოიცვა კვლავ მართალი შფოთმა და როგორ აღელდა სულით. (ესავის) სიტყვების მოსმენით თქვა: „ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ“ (). ყურადღება მიაქციე, როგორ არ დაკმაყოფილდა ის, თავის (საქმეზე) ბევრს ფიქრობდა რა, პასუხით: „მე ვარ ესავ“; არამედ კიდევ დაუმატა: „პირმშო.“ „განცჳფრდა ისაკ განცჳფრებითა დიდითა და თქუა: ვინ იყო, რომელმან მინადირა მე ნადირი, შემომართუა და ვსჭამე მისგან ვიდრე მოსლვადმდე შენდა? და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ“ (დაბ 27:32–33). აი, როგორ ჰყვება მას მომხდარს მართალი, გაძნელებულ მდგომარეობაში მყოფი, მძიმე ჭრილობას აყენებს სიტყვების დამატებით: „ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ.“ ეს კი მართალმა იმიტომ გააკეთა, რომ მისი ბაგეებით ღვთის სიბრძნე ხელმძღვანელობდა, რათა ესავს, ყველაფერი ზუსტად რომ შეეტყო, თავადვე ენახა, რომ მისთვის ვეღარანაირი სარგებელი აღარ იქნებოდა არც პირმშოობისგან, არც ამჟამინდელი ნადირობისგან. ეს რომ მოისმინა, ამბობს წერილი, „ღაღად-ყო ესავ მწარედ ჴმითა დიდითა ფრიად“ (
დაბადება 27:32
31. მანაც მოამზადა კერძი, მიუტანა მამამისს და უთხრა: ადგეს მამაჩემი და ჭამოს თავისი შვილის ნანადირევი, რომ მაკურთხოს მისმა სულმა.32. უთხრა ისაკმა, მამამისმა: ვინ ხარ? მიუგო: შენი შვილი ვარ, შენი პირმშო ესავი ვარ.33. შიშის ზარი დაეცა ისაკს და უთხრა: ის ვინღა იყო, ნანადირევი რომ მომიტანა და შენს მოსვლამდე შევჭამე? ის ვაკურთხე და კურთხეულიც ის იქნება.
დაბადება თავი 27