...ყავი შენთვის მიმეცა; მაგრამ ის მოტყუებით მოვიდა და შენი კურთხევა წაიღო; ის მიიღო, რაც შენთვის იყო მომზადებული; ჩემი ბრალით არ მომხდარა ეს. „და თქუა, — ნათქვამია, — ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ განმწიხნა მე, ესერა, მეორედ. პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ ესერა კურთხევაჲ ჩემი მიმიღო“ (). უსამართლოდ კი არა, ამბობს, ჰქვია მას ასეთი სახელი: მისი სახელი „წიხნვას" ნიშნავს, რაც მანაც მიყო — წამართვა როგორც პირმშოობა, ისე კურთხევა. მაშ, რას ეუბნება შემდეგ ესავი (ისაკს)? „არა დამიშთინე-ა მე კურთხევაჲ, მამაო?“ ისაკმა მიუგო: იცოდე, რომ ყველა კურთხევა მასზე გადმოვღვარე, თუ მე შენს ბატონად დავადგინე იგი. ყურადღება მიაქციე, როგორ იწყებს ისაკი მაშინვე ამითა და სხვას აღარაფერს ამბობს, არამედ მხოლოდ ესავს უწინასწარმეტყველებს მონობასა და დამორჩილებას: „ვინათგან უფალ-ვყო იგი შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი ვყუენ მისა მრწემ, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ შენ რაჲ გიყო, შჳლო“ ()? აღარაფერი დარჩა. თუ შენს ბატონად დავადგინე იგი, ყველა ძმა — მისი მონა გავხადე და ყველა საჭიროში სიუხვე ვუსურვე, მაშინ კიდევ რა დარჩა? **„ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შ...
დაბადება 27:36
35. უთხრა ისაკმა: მოტყუებით მოვიდა შენი ძმა და წაიღო საშენო კურთხევა.36. თქვა ესავმა: ტყუილად კი არ ჰქვია იაკობი. ორჯერ გამაცურა: ჯერ პირმშოება წამართვა, ახლა კურთხევა წაურთმევია. უთხრა: ნუთუ არ შეგინახავს ჩემთვის კურთხევა?37. მიუგო ისაკმა და უთხრა ესავს: აჰა, ბატონად დაგისვი იგი, ძმები მორჩილებად მივეცი, ხორბლითა და ღვინით ავავსე. შენ რაღა გიყო, ჩემო შვილო?
დაბადება თავი 27