მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 27:41

40. შენმა მახვილმა გარჩინოს, ძმას ემორჩილებოდე; დრო მოვა და ქედიდან გადაიგდებ უღელს.41. გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მამამ; თქვა გულში ესავმა: დადგება მამაჩემზე გლოვის დრო და მოვკლავ კიდეც იაკობს, ჩემს ძმას.42. ემცნო რებეკას ესავის, თავისი უფროსი შვილის ნათქვამი; მოაყვანინა იაკობი, თავისი უმცროსი შვილი და უთხრა: აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი.
დაბადება თავი 27
41. გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მამამ; თქვა გულში ესავმა: დადგება მამაჩემზე გლოვის დრო და მოვკლავ კიდეც იაკობს, ჩემს ძმას.
საუბარი 53. „იყო ესავ ორმეოცის წლის.“ (დაბ 26:34–35)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. რისხვის მავნებლობა და სულიერი მშვიდობა (27:41):

ამის მოსმენისას კი არავინ უნდა გაკვირვდეს, რომ იაკობი ამის შემდეგ, ძმისა ეშინოდა რა, მწირი ხდება და უცხო (ქვეყანაში) მიდის; არავინ, ასეთ დასაწყისზე მსჯელობს რა, არ უნდა იფიქროს, რომ წინასწარმეტყველება არ აღსრულდა. თუ უფალი რამეს ჰპირდება, მაშინ თუნდაც თავიდან ვხედავთ რაიმე შემთხვევებს, აღთქმებს რომ ეწინააღმდეგება — ნუ შევშფოთდებით: შეუძლებელია, რომ (ღვთის აღთქმები) სრულიად არ აღსრულდეს. ეს კი იმიტომ ხდება, რათა მართალნი, ყველა შემთხვევაში უფრო და უფრო ბრწყინდებიან რა, ნათლად ყველას გვიჩვენებდნენ (მათში მოქმედი) ღვთის ძალის სიუხვეს. და ეს შეგიძლია ნახო ყოველი მართლის ცხოვრებაში, თუ გულმოდგინედ განიხილავ მათ შესახებ ყველა თხრობას; ასე მოხდა ახლაც. არა იმას შეხედო, რომ (იაკობმა) მაშინვე გაქცევას მიმართა, არამედ იფიქრე მის შემდგომ დიდებაზე — იმაზე, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ეს თავად, მისთვის საშინელი ქცეული ძმა ისეთ პატივს მიაგებს; და უცხოეთში გასაჭირის შემდეგ ისეთ დიდებას მიაღწია, რომ მისი შთამომავლობა ურიცხვ სიმრავლემდე გავრცელდა და მთელ ხალხს მისი სახელი ეწოდა. ახლა კი საღვთო წერილი მისი ძმის ისეთ რისხვას გვიჩვენებს, რომ მკვლელობაცა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის