მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 27:42

41. გადაემტერა ესავი იაკობს კურთხევის გამო, რომლითაც აკურთხა იგი მამამ; თქვა გულში ესავმა: დადგება მამაჩემზე გლოვის დრო და მოვკლავ კიდეც იაკობს, ჩემს ძმას.42. ემცნო რებეკას ესავის, თავისი უფროსი შვილის ნათქვამი; მოაყვანინა იაკობი, თავისი უმცროსი შვილი და უთხრა: აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი.43. ახლა მომისმინე, შვილო. ადექი და ჩემს ძმასთან, ლაბანთან, გაიქეცი ხარანში.
დაბადება თავი 27
42. ემცნო რებეკას ესავის, თავისი უფროსი შვილის ნათქვამი; მოაყვანინა იაკობი, თავისი უმცროსი შვილი და უთხრა: აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი.
საუბარი 54. „მოუწოდა რებეკამ ძესა თჳსსა უმრწემესსა" (დაბ 27:42)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ესავის შური და რებეკას რჩევა იაკობისადმი (27:42–46):

იმისთვის გთავაზობთ ყოველდღიურ სწავლებებს, რომ თქვენც აქედან რაიმე სარგებლის მიღებულნი წახვიდეთ, თქვენი კეთილი საქმეები გაამრავლოთ, და ჩვენც გავიხაროთ, თქვენს წარმატებას რომ ვხედავთ. განა ჩვენ უმიზეზოდ და უმიზნოდ გვინდა თქვენთან საუბარი, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენგან ქება მივიღოთ, რათა ტაშისკვრით წახვიდეთ აქედან? არა ამისთვის — ნუ იყოფინ, — არამედ თქვენი სარგებლისთვის. ჩემთვის ყველაზე დიდი და საკმარისი ქება ისაა, თუ ვინმე მანკიერებიდან სათნოებისკენ მოიქცევა, თუ ვინმე, ვინც ადრე უზრუნველი იყო, ჩვენი შეგონებით მოშურნე გახდება; ეს მე უდიდეს ქებასა და ნუგეშს მომიტანს, თქვენ კი — დიდ სარგებელსა და სულიერ სიმდიდრეს. არც ვეჭვობ, რომ დიდ მოშურნეობას გამოიჩენთ, ვინაიდან ვიცი, რომ ღვთისგან ნასწავლნი ხართ და სხვებსაც შეგიძლიათ დამოძღვროთ. ამიტომ, აქ შეწყვეტილი ჩემი ამ შეგონებით, გავაგრძელებ ჩვეულებრივ სწავლებას ნეტარი მოსეს სიტყვებიდან, ანუ — უკეთ რომ ვთქვა — სულიწმიდის სიტყვებიდან, რომლებიც მოსეს მეშვეობით ჩვენთვის არის თქმული, და თქვენს ყურადღებას თუნდაც მცირეს წარვუდგენ, დღევანდელ გამასპინძლებას მოგიწყობთ. ახლახან გსმენიათ, როგორ მიიღო...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის