მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 27:46

45. სანამ არ გაუვლის შენი მტრობა და დაავიწყდება, რაც უყავი, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან. რატომ დაგკარგოთ ორთავენი ერთ დღეს?46. უთხრა რებეკამ ისაკს: შემაძულეს სიცოცხლე ხეთელმა ქალებმა; თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღად მინდა მაშინ თავი ცოცხალი?
დაბადება თავი 27
46. უთხრა რებეკამ ისაკს: შემაძულეს სიცოცხლე ხეთელმა ქალებმა; თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღად მინდა მაშინ თავი ცოცხალი?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 54. „მოუწოდა რებეკამ ძესა თჳსსა უმრწემესსა" (დაბ 27:42)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ესავის შური და რებეკას რჩევა იაკობისადმი (27:42–46):

...არ იყოს, რომ ძმის სიძულვილის გამო მიდის, რათა მამამაც არ შეიტყოს არც მისი წასვლის ნამდვილი მიზეზი და არც ესავის განრისხება მის მიმართ. და მოვიდა რა რებეკა ისაკთან, „ჰრქუა: მომეწყინა ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტის ძეთასა. უკუეთუ მოიყვანოს იაკობ ცოლი ასულთაგან ამის ქუეყანისათა, რომლისა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი?" ().

3. რებეკას გონიერი საბაბი და ისაკის კურთხევა (28:1–11)

შეხედე, რა საპატიო საბაბი იპოვა! როცა ზეციური მარჯვენა გეხმარება, ძნელიციც ადვილი ხდება და მძიმეც მსუბუქი. ვინაიდან მისი განზრახვა ღვთის ნებას შეესატყვისებოდა, ამიტომ ღმერთმაც მის გონებაში ჩადო ყოველივე, რაც მომავალ განგებულებასა და მისი ძის ცხონებას შეწეოდა. „მომეწყინა, — ამბობს, — ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტის ძეთასა. უკუეთუ მოიყვანოს იაკობ ცოლი ასულთაგან ამის ქუეყანისათა, რომლისა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი?" აქ, ჩემი აზრით, იგი ესავის ცოლების ცუდ ზნეობას გულისხმობს — სწორედ იმას, რომ ისინი მათთვის მრავალი მწუხარების მიზეზი იყვნენ. ზემოთ საღვთო წერილი გვეუბნებოდა, რომ ესავმა ცოლები ქეტელთაგან და ეველთაგან მოიყვანა და „იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა". სწორედ ამის შეხსენება რომ სურდა ისაკისთვის, რებეკა თითქოს ასე ეუბნება: შენ იცი, რამდენად მომწარა ცხოვრება ესავის...

სრულად ნახვა