მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 28:1

1. მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაარიგა: ნუ მოიყვან ცოლს ქანაანელთაგან.2. ადექი და წადი ფადან-არამში, დედაშენის მამის, ბეთუელის, სახლში და მოიყვანე იქიდან ცოლად დედაშენის ძმის, ლაბანის ასული.
დაბადება თავი 28
1. მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაარიგა: ნუ მოიყვან ცოლს ქანაანელთაგან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის განგება ფარის გამრავლებაში (30:34–31:9):

...ლი მართლის მიმართ რომ იხილა, იაკობს ეუბნება: „მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა" (). საკმარისად, ამბობს, იცხოვრე უცხოეთში; ახლა მინდა აღვასრულო ის, რაც ადრე აღგითქვი, როცა გითხარი: „მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა" (). მაშ, ყოველგვარი შიშის გარეშე დაბრუნდი, რადგან მე შენთან ვიქნები. იმისთვის, რომ მართალს დაბრუნება არ გადაევადებინა და გაბედულად წამოსულიყო, უფალი ეუბნება: მე შენთან ვიქნები. მე, ვინც აქამდე შენს ცხოვრებას ვაწესრიგებდი და შენს შთამომავლობას ვამრავლებდი, მე ამიერითგანაც შენთან ვიქნები. მართალმა, ეს რომ მოისმინა ღვთისგან, აღარ დაყოვნდა და მგზავრობისთვის მზადებას შეუდგა. „მიავლინა, — ნათქვამია, — იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ და ჰრქუა მათ". სურს ცოლებს აუწყოს მგზავრობის განზრახვა, ღვთის ბრძანება შეატყობინოს და მამის სიძულვილი. **„და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუშინ და ძოღან. და ღმერთი მამისა ჩემისა იყოს ჩემ თანა. თქუენ თჳთ იცით, რამეთუ ყოვლითა ძალითა ჩემითა ვჰმონე მამასა თქუენსა. ხოლო მამამან თქუენმან დამაკლო და ცვალა სასყიდელი ჩემი ათისა ტა...

სრულად ნახვა
საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის განგება ლიას შვილოსნობაში (29:29–33):

...იგი, როგორც ნათქვამია, ლიაზე მეტად. ამგვარად, რაქელის სილამაზემ სიყვარული აღუძრა. მაგრამ შენიშნე აქაც უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა — როგორ ნელ-ნელა მოჰყავს თავისი აღთქმები აღსრულებამდე. მან თქვა: „აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა" (), გაგამრავლებო; და ახლა ყველაფერს ასე აწყობს. ამაში რომ დავრწმუნდეთ, მოისმინე, რა ნათლად ამბობს ამას თავად საღვთო წერილი: „და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ. მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე" (დაბ 29:31–32). შენიშნე ღვთის განგებული სიბრძნე: რადგან ერთი ქმრის კეთილგანწყობას სილამაზით იზიდავდა, ხოლო მეორე, სილამაზემოკლებული, არასაყვარლად ჩანდა, — ღმერთი ამ უკანასკნელს შვილოსნობას ანიჭებს, ხოლო პირველის საშოს ხურავს: ორივეს საკუთარი კაცთმოყვარეობით აწყობს, რომ ერთს შობილი შვილებისგან ნუგეში ჰქონდეს და ქმრის სიყვარული მიიზიდოს, ხოლო მეორემ, სილამაზისა და შვენიერების გამო, დის წინააღმდეგ არ აღმდგარიყო. „და განაღო, — ნათქვამია, — საშოჲ მისი". ისწავლე აქედან, საყვარელო, რომ ყველაფრის შემოქმედი ყველაფრის განმგებელიც არის; იგივე აღძრავს ბუნებას შვილთა შობისთვის და თანაცხოვრება უნაყოფო რჩება,...

სრულად ნახვა
საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის რწმენით სავსე მოგზაურობა (28:13–29:20):

...ს მისცემდა; თუმცა ამას არაფერს ითხოვდა უფლისგან და ლოცვაშიც კი ხსენებას არ ბედავდა, მაგრამ ღვთისთვის მეათედის მიძღვნის აღთქმით აჩვენა, რა მტკიცედ სასოებდა ყოველივეში აღმთქმელის ძალაზე. ამიტომაც თავად ღმერთი, მასთან საუბრისას, ეუბნებოდა: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ" (). განიხილე, ამბობს, რომ პატრიარქიც უცხოტომელი მოხეტიალე შემოვიდა ამ ქვეყანაში, არავისგან ცნობილი, მაგრამ ისეთ დიდებას მიაღწია, რომ ახლა ყველა მასზე საუბრობს. მამაშენზეც იფიქრე, თუ როგორ — მამის უკიდურეს სიბერეში შობილი — ესოდენ აღმაღლდა, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთა შურის საგნადაც კი იქცა. შენც იგივე მოელი და ყოველგვარი შიში და ყოველი მღელვარება განაგდე, გზა განაგრძე. ამგვარად მსჯელობდა მართალი და თავის იმჟამინდელ მდგომარეობას არ უყურებდა (რადგან არაფერი გააჩნდა — და როგორღა ექნებოდა, მარტოდმარტო რომ იყო და შორეულ გზაზე გამოსული?), არამედ რწმენის თვალით თავის მომავალ კეთილდღეობას უკვე წინასწარ ხედავდა და მისთვის დამახასიათებელ ღვთისადმი მადლიერებას იჩენდა. ჯერ კიდევ არაფერი მიუღია და უკვე აღთქმას უდებს ღმერთს, რადგან უფლის აღთქმას თვით კეთილთა ფლობაზეც უფრო სარწმუნოდ მიიჩნევდა: ნამდვილად, არა იმდენად ხილულსა და გრძნობადს უნდა ვენდობ...

სრულად ნახვა
საუბარი 54. „მოუწოდა რებეკამ ძესა თჳსსა უმრწემესსა" (დაბ 27:42)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. იაკობის ხილვა კიბისა და ღვთის აღთქმანი (28:12–19):

...ელი აღუთქვა, ხოლო მართალი იმჟამინდელ მდგომარეობაში განსაკუთრებულ ნუგეშს საჭიროებდა, შეხედე, როგორ სახიერი მეუფე, მომავლის აღთქმასთან ერთად, იმითაც ანუგეშებს, რასაც ახლა აუწყებს. ნუ იფიქრებ, ეუბნება, რომ მხოლოდ მომავალს გპირდები; არამედ ახლაც „შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი" (). ამიტომ ნუ იფიქრებ, რომ მარტო მოგზაურობ: მე გყავარ მგზავრობის თანამგზავრად; მე გყავარ მთელ გზაზე მცველად, რომელიც ყოველ სირთულეს შეგიმსუბუქებს და მძიმეს მსუბუქს გახდის. შემდეგ, ნუგეშს კიდევ უფრო ამძაფრებს რა, სამშობლოში დაბრუნებასაც წინასწარ აუწყებს. „და მოგაქციო შენ, — ეუბნება, — ამასვე ქუეყანასა". ნუ გეშინია, რომ სამუდამოდ უცხოეთში დარჩები; „მოგაქციო ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, შენ, ვიდრემდე ვჰყო მე იგი, რაოდენსა გეტყოდე შენ" (). არ მიგატოვებ, ეუბნება, არამედ ყველაფერს, რაც აღგითქვი, აღვასრულებ. ვინ შეძლებს ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობასა და უკიდურეს მოწყალებას ღირსეულად იკვირვოს? შეხედე, რა მრავალი აღთქმა მისცა მართალს და როგორ გაუმხნევა სული. მაგრამ ღვთის კაცთმოყვარეობას რომ გიკვირს, ამ მართლის კეთილგონიერებაც წარმოიდგინე — როგორ მან, ასეთი აღთქმების შემდეგ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „განიღჳძა იოსებ ძილისაგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან მან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი“ (1,24).:

...და იგი არა იძრას უკუნისამდე“; ესე არს, რომელსა მანვე „კიდობნად სიწმიდისა“ სახელ-სდვა. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი იაკობ კიბედ იხილა ზეცად აღწევნულად და თქუა, ვითარმედ: „საშინელ არს ადგილი ესე“. გულისჴმა-ყო, ვითარმედ ესე არს, რომელი მოსე მაყულად შეუწუველად იხილა, რომელსა შორის ცეცხლი ეგზებოდა, და მაყუალი იგი არა შეიწუვოდა; ესე არს, რომელსა სოლომონ „ცხედრად მეუფისა“ და „წყაროდ დაბეჭდულად“ სახელსდვა. გულისჴმა-ყო იოსებ ყოველი იგი ქადაგებული წინაწარმეტყუელთა, რამეთუ განიღჳძა ძილისა მისგან უმეცრებისა და განაგდო საბურველი იგი, რომელი ძეს გულსა ზედა ჰურიათასა, და მიითუალა გონებითა მსახურებაჲ ქალწულისაჲ მის და წარიყვანა ცოლი თჳსი. იხილეა ესეცა, ვითარ პირველ შობისა ზედაჲსზედა ცოლად მისა სახელ-სდებს? რამეთუ ვითარცა-იგი მაშინ განგებულებით ცოლად მისა საგონებელ იყო ზემოთქუმულ-თა მათ მიზეზთათჳს, ეგრეთვე მახარებელი სიტყუასა თჳსსა შეჰმზადებს, სიტყჳთ იტყჳს სახელსა ცოლებისასა, ვითარცა მაშინ საგონებელ იყო, და საქმით გამოაჩინებს ჭეშმარიტებასა მას საქმისასა და ღაღადებს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა...

სრულად ნახვა