მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 28:13

12. ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე.13. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია.14. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობი დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ; შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა.
დაბადება თავი 28
13. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია.
საუბარი 54. „მოუწოდა რებეკამ ძესა თჳსსა უმრწემესსა" (დაბ 27:42)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. სათნოებისკენ შეგონება და სულის საზრდო

ხომ იხილეთ გუშინ მეზვერის დიდი კეთილგონიერებაც, უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობაც და იუდეველთა უკიდურესი უგრძნობლობაც? ხომ იხილეთ, როგორ ნეტარი მათე თავისი სწრაფი მორჩილებითა (უფლისადმი) და ესოდენ მნიშვნელოვანი (ცხოვრების) ცვლილებით ყველა ჩვენგანს გვასწავლის, რომ ზეციური მადლის შემდეგ ჩვენი ნება სათნოებისა და მანკიერების მიზეზად გვექცევა და რომ საკუთარი მოშურნეობით სათნოების მოქმედნი გავხდეთ, დაუდევრობით კი კვლავ ცოდვის უფსკრულში ჩავვარდეთ? სწორედ ამითაა ჩვენი განსხვავება უტყვთაგან, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა გონებით პატივი გვცა და ჩვენს ბუნებაში კეთილისა და ბოროტის შეცნობა ჩადო. ამრიგად, არავინ უნდა იმართლებდეს თავს იმით, რომ სათნოებას უმეცრებით უგულებელყოფს, ან იმით, რომ მისკენ მიმყვანი ხელმძღვანელი არ ჰყავს. ჩვენ საკმარისი ხელმძღვანელი გვაქვს — სინდისი, და შეუძლებელია, ვინმეს მისი შეწევნა მოაკლდეს. ადამიანის შექმნისთანავე მასში ჩაიდო იმის შეცნობა, თუ რა უნდა აკეთოს, რათა საკუთარი კეთილგონიერება სათნოების ღვაწლში ვარჯიშით ამჟამინდელ ცხოვრებაში, როგორც რაღაც მოჭიდავეთა სკოლაში, გამოიჩინოს და...

სრულად ნახვა
საუბარი 55. „და ჰრქუა ლაბან იაკობს" (დაბ 29:15)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის რწმენით სავსე მოგზაურობა (28:13–29:20):

...ს მისცემდა; თუმცა ამას არაფერს ითხოვდა უფლისგან და ლოცვაშიც კი ხსენებას არ ბედავდა, მაგრამ ღვთისთვის მეათედის მიძღვნის აღთქმით აჩვენა, რა მტკიცედ სასოებდა ყოველივეში აღმთქმელის ძალაზე. ამიტომაც თავად ღმერთი, მასთან საუბრისას, ეუბნებოდა: „მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ" (). განიხილე, ამბობს, რომ პატრიარქიც უცხოტომელი მოხეტიალე შემოვიდა ამ ქვეყანაში, არავისგან ცნობილი, მაგრამ ისეთ დიდებას მიაღწია, რომ ახლა ყველა მასზე საუბრობს. მამაშენზეც იფიქრე, თუ როგორ — მამის უკიდურეს სიბერეში შობილი — ესოდენ აღმაღლდა, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთა შურის საგნადაც კი იქცა. შენც იგივე მოელი და ყოველგვარი შიში და ყოველი მღელვარება განაგდე, გზა განაგრძე. ამგვარად მსჯელობდა მართალი და თავის იმჟამინდელ მდგომარეობას არ უყურებდა (რადგან არაფერი გააჩნდა — და როგორღა ექნებოდა, მარტოდმარტო რომ იყო და შორეულ გზაზე გამოსული?), არამედ რწმენის თვალით თავის მომავალ კეთილდღეობას უკვე წინასწარ ხედავდა და მისთვის დამახასიათებელ ღვთისადმი მადლიერებას იჩენდა. ჯერ კიდევ არაფერი მიუღია და უკვე აღთქმას უდებს ღმერთს, რადგან უფლის აღთქმას თვით კეთილთა ფლობაზეც უფრო სარწმუნოდ მიიჩნევდა: ნამდვილად, არა იმდენად ხილულსა და გრძნობადს უნდა ვენდობ...

სრულად ნახვა