...შენთან ვიქნები. „მე ვარ ღმერთი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა, სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ" (). უფალი იაკობს მის ლოცვასა და აღთქმას ახსენებს. რაში მდგომარეობდა ეს აღთქმა? იმაში, რომ „ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას" (). რადგან იაკობმა ეს აღთქმა მაშინ დადო, როცა არაფერი ჰქონდა და ლტოლვილივით მწირობდა, უფალი ახლა ეუბნება: როცა გეჩვენე, აღთქმა დადე, სთქვი: „ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას", — ამ ლოცვითა და აღთქმით ჩემ ყოვლისშემძლეობას აღიარებდი და რწმენის თვალით მომავალ კეთილდღეობას წინასწარ ხედავდი; ახლა, როცა ჩემი აღთქმები უნდა აღსრულდეს, დადგა დრო შენც შეასრულო შენი აღთქმა. მაშ, დაბრუნდი — „აწ აღდეგ და განვედ, — ნათქვამია, — ამიერ ქუეყანით და მივედ შენ ქუეყანასა შობისა შენისასა და ვიყო მე შენ თანა" (). ყველგან თანა ვიქნები, შენს გზას დავაწყობ და არავისგან არანაირი ზიანი არ მიიღებ, რადგან ჩემი მარჯვენა ყველგან საფარველი იქნება შენთვის. ეს რომ მოისმინეს, რაქელმა და ლიამ უპასუხეს: **„ნუუკუე ამიერითგან არს ნაწილ და სამკჳდრებელ სახისა შინა მამისა ჩუენისასა? ანუ არა, ვითა...
დაბადება 28:22
21. მშვიდობით დაბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება ჩემი ღმერთი,22. მაშინ ეს ლოდი, სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი.
დაბადება თავი 28