ესმოდეს ეს მდიდრებს, რომლებიც ჭიის ქსოვილებით ირთვებიან და აბრეშუმში იცმევიან, და იცოდნენ, როგორ ამოძღვრიდა კაცთმოყვარე მეუფე ადამიანურ ბუნებას თავიდანვე. ვინაიდან პირველქმნილმა მცნების დარღვევით სიკვდილის განაჩენი დაიმსახურა, ამავდროულად სამოსელი სჭირდებოდა, რომელიც სირცხვილს დაუფარავდა; (ღმერთმა) ტყავის სამოსელი შეუქმნა; ამით გვასწავლა, რომ თავი ავარიდოთ ფუფუნებასა და ნებიერ ცხოვრებას, უსაქმურობა და უზრუნველობა არ ვეძიოთ, არამედ მკაცრი ცხოვრება ვირჩიოთ. მაგრამ, შეიძლება, მდიდრებმა, ამ სიტყვებით აღშფოთებულმა, თქვან: მაშ, რას გვიბრძანებ? ტყავის სამოსელი ჩავიცვათ? არ ვამბობ ამას, რადგან პირველმა ადამიანებმაც ის სამოსელი არა სამუდამოდ მიიღეს; კაცთმოყვარე მეუფე წინანდელ კეთილმოქმედებებს მუდამ ახლებს უმატებს. ვინაიდან პირველმა ადამიანებმა, ის უვნებობა და ანგელოზური ცხოვრება რომ დაკარგეს, ხორციელ საჭიროებებს დაექვემდებარნენ, ღმერთმა შემდგომში ისე მოაწყო, რომ ადამიანთა სამოსელი ცხვრის მატყლისგან მზადდებოდა, თუმცა არა სხვა რისთვისმე, არამედ მხოლოდ საფარველად ემსახურებოდა, რათა ამ გონიერ არსებას პირუტყვთა მსგავსად შიშველობასა და...
დაბადება 3:23
22. თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.23. გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული.24. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.
დაბადება თავი 3