მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 3:24

23. გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული.24. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.
დაბადება თავი 3
24. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.
საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. სიცოცხლის ხე და ქერობინთა მცველობა (3:24):

ხოლო თუ ცნობისმოყვარეთაგან ვინმე იკითხავს, რატომ ეწოდა მას სიცოცხლის ხე, იცოდეს, რომ ადამიანს, საკუთარ მსჯელობას მიყოლილს, ღვთის ყველა საქმე ნათლად ვერ ესმის. რათა მის მიერ შექმნილ ადამიანს, სამოთხეში მცხოვრებს, მორჩილებისა თუ ურჩობის გასავარჯიშო ჰქონოდა, უფალს სათნო ეჩინა ორი ხე დაენერგა: ერთი — სიცოცხლისა, მეორე — ასე ვთქვათ, სიკვდილისა, რადგან ამ უკანასკნელის გემოს გასინჯვამ და მცნების დარღვევამ ადამიანს სიკვდილი მოუტანა. ვინაიდან ადამიანი, რომელმაც ამ ხის ნაყოფი იგემა, მოკვდავი გახდა და ხორციელ საჭიროებებს დაექვემდებარა, ვინაიდან პირველად ცოდვა გამოჩნდა, რომლისთვისაც უფალმა კეთილად სიკვდილი დააწესა, ადამს სამოთხეში არ ტოვებს, არამედ მის გასვლას ბრძანებს, ამით იმას გვიჩვენებს, რომ ამას სხვა არაფრის, არამედ მხოლოდ ადამიანისადმი სიყვარულის გამო აკეთებს. რათა ეს ზუსტად გავიგოთ, საჭიროა საღვთო წერილის სიტყვები კვლავ წავიკითხოთ: „და აწ, — ამბობს, — ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე". ვინაიდან, ამბობს, ადამიანმა მოცემული მცნების მიმართ დიდი თავშეუკავებლობა გამოამჟღავნა და მოკვდავი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის