მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 3:4

3. ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.4. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით.5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.
დაბადება თავი 3
4. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 16. პირველქმნილთა დაცემის შესახებ: „და იყვნეს ორნივე შიშუელ" (დაბ 2:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღმერთთან თანასწორობის ცრუ დანაპირები (3:1-6):

...ოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდეთ"**, მაშინ ჩვენი ცხონების ბოროტი მტერი თავის შთაგონებას სთავაზობს, საუფლოს (სიტყვის) საწინააღმდეგოს. მაშინ, როცა კაცთმოყვარე ღმერთმა, დიდი მზრუნველობით, ჭამა აკრძალა იმისთვის, რომ ურჩობით მოკვდავნი არ გამხდარიყვნენ, ეს კი ეუბნება დედაკაცს: „არა სიკუდილით მოჰკუდეთ" (). რა გამართლების ღირსია დედაკაცი იმაში, რომ ასე ნებით უსმენდა იმას, ვინც ასე თავხედურად ლაპარაკობდა? ღმერთმა თქვა: „არცა შეეხნეთ, რათა არა მოჰკუდეთ", ხოლო ეს ამბობს: „არა სიკუდილით მოჰკუდეთ". შემდეგ, ღვთის სიტყვებისთვის წინააღმდეგობით დაუკმაყოფილებელი, შემოქმედსაც შურიანად წარმოაჩენს, რათა ამგვარად ცთუნება მოახერხოს და, დედაკაცის შეცდენით, თავის მიზანს მიაღწიოს. „არა სიკუდილით," — ამბობს, — „მოჰკუდეთ. რამეთუ უწყოდა ღმერთმან, ვითარმედ: რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი, განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა" (). აჰა, მთელი სატყუარა! დამღუპველი შხამით სავსე თასი (ეშმაკმა) დედაკაცს მიაწოდა, ხოლო მან, მომაკვდინებელ მოქმედებას ყურადღება არ მიაქცია (თუ ინებებდა, თავიდანვე შეძლებდა ამის გარჩევას), მაგრამ მისგან მოისმინა, რომ თითქოს ღმე...

სრულად ნახვა