მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 3:5

4. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით.5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.
დაბადება თავი 3
5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 18. „და უწოდა ადამ სახელი ცოლსა თჳსსა ცხოვრება" (დაბ 3:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ფუფუნება და სამოთხიდან განდევნა (3:22-23):

...ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა"**. ხედავ, რა მარტივი სიტყვებია? ეს ყოველივე ღვთისთვის შესაფერისად გავიგოთ. ამ სიტყვებით (წერილი) იმ მოტყუებას გვახსენებს, რომლითაც ეშმაკმა გველის მეშვეობით (პირველი ადამიანები) მოატყუა. ეშმაკმა უთხრა მათ, რომ „რომელსა დღესა სჭამოთ მისგანი... იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი" (), და ისინი, ღმერთის თანასწორობის იმედით, გემოს გასინჯვა გაბედეს; ამიტომ ღმერთიც, სურს რა მათი გამოფხიზლება, ცოდვის შეგნებამდე მიყვანა და ურჩობის სიდიდისა და მოტყუების ზომაზე მეტობის ჩვენება, ამბობს: „აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი". ეს სიტყვები დიდ შერცხვენას გამოხატავს, რომელიც დამნაშავეს უნდა დაეცეს. იმიტომ, ამბობს ღმერთი, უგულებელყავი ჩემი მცნება, რომ ღმერთის თანასწორობა წარმოიდგინე? აი, ის გახდი, რაც იმედი გქონდა, ანდა უფრო სწორად — არა ის, რაც იმედი გქონდა, არამედ ის, რისი ღირსიც გახდი: „აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა". სწორედ ეს ეუბნებოდა მათ გველის მეშვეობით ეშმაკი — მაცდუნებელი: „განგეხუნენ თქუენ თუალნი და იყვნეთ, ვითარცა ღმერთნი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა" (). **„და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორე...

სრულად ნახვა
საუბარი 17. „და ესმა ჴმაჲ უფლისა ღმრთისაჲ, რომელი ვიდოდა სამოთხესა შინა მწუხრი" (დაბ 3:8)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ევას გამოკითხვა და გველის მსჯავრი (3:13-15):

...ნთვის ეჩვენებინა, რომ კითხვა (ცოლისა და ქმრისადმი) არა უცოდინრობით იყო ნაკარნახევი, ღმერთი კმაყოფილდება მათი ნათქვამით. ცოლმა, როცა თქვა: „გუელმან მაცთუნა მე, და ვჭამე", ამით მიუთითა იმ დამღუპველ შთაგონებაზე, რომელიც ეშმაკისგან გველის მეშვეობით მიიღო, ესე იგი, რომ გემოვნების შემდეგ „იყვნეთ ვითარცა ღმერთნი" (). ნახეთ, რა ზედმიწევნითობით იყო გამოკითხული ადამი? რა მოწყალებით შემოვიდა სასამართლო დარბაზში ცოლიც? როგორ იმართლებდნენ ორივენი თავს? შეხედეთ ახლა გამოუთქმელი კაცთმოყვარეობის სიჭარბესაც, მოსამართლისას. როცა ცოლმა თქვა: „გუელმან მაცთუნა მე, და ვჭამე", (ღმერთი) გველს პასუხის ღირსადაც არ აცხადებს, გამართლების საშუალებას არ აძლევს და არ ეკითხება, როგორც (ეკითხა) ქმარსა და ცოლს; არამედ, მათი გამართლება მიღებული, თავს ესხმის მას, როგორც ყოველი ბოროტების დამნაშავეს. და, რადგან ღმერთმა, ყოვლისმცოდნემ და დაფარულის გამცნობმაც, იცოდა, რომ გველი ეშმაკის მზაკვრობისა და ბოროტების იარაღი იყო ადამიანის წინააღმდეგ, რათა შენ შეგეცნო მისი სახიერება ადამიანთა მიმართ, რომლის მიხედვითაც, ეს ყოველივე რომ იცოდა, ერთს ეუბნებოდა: „სადა ხარ? ვინ გითხრა შენ, რამეთუ შიშუელ ხარ?" — მეორეს კი: „რაჲ ვსე ჰყავ?" — ასე არ იქცევა მზაკვარი ამ მხეცის მი...

სრულად ნახვა
თავი კ̂ბ. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა ლუსტრას შინა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ერმან მან იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა. და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს — ერმით, რამეთუ პავლე იყო წანამძღუარ სიტყჳსა მის (14,11-12).:

...დ, ვითარმედ ვინაჲ იწყო კერპთმსახურებამან, ამიერ ისწავე, რამეთუ, ვითარ-ესე აწ პავლეს და ბარნაბაჲს ზორვად განემზადებოდეს, ეგრეთვე ყოველნივე იგი ძველნი სცთებოდეს მიზეზითა რაჲთმე ღმრთად შერაცხვად მოკუდავთა კაცთა, რამეთუ ამისდა ქმნად დასაბამსავე ჴელ-ყო ეშმაკმან, ოდეს-იგი ევას ეტყოდა, ვითარმედ: "იყვნეთ ვითარცა ღმერთნი" (), რაჲთა ზუაობისა მიერ დასცეს კაცი, მითვე ვნებითა, რომლითა თჳთ გარდამოვარდა ზეცით. და დაღაცათუ ადამ და ევა ვერ კერპთმსახურ ყვნა, არამედ უკუანაჲსკნელ წარმართთა დაარწმუნა საცთური მრავალ-ღმრთეებისაჲ, რაჲთა რაჲცა ვის უყუარდეს, იგიცა ღმერთ თჳსსა ყოს, და ახალნი ღმერთნი მოიპოვნენ ძუელთა ზედა, და საქმეთა მსგავსებისაგან უწოდდენ სახელთაცა, ვითარ-ესე აწ ბარნაბას შუენიერებისათჳს პასაკისსა უწოდეს დიოს, რამეთუ კერპი დიოჲსი შუენიერ არს ხატითა, ხოლო პავლეს — ერმით, რამეთუ ხედვიდეს, ვითარ ყოველგან მას ადგილ-სცემდა ბარნაბა სიტყჳსა ყოფად. და ერმი მეტყუელთბისათჳს განთქუმულებითა აღემართა კერპად, რამეთუ თჳთ კერპსაცა მისსა ფრთოვნად და დაუბერებელად შეიქმან. რამეთუ არაჲ არს უმალეს გინა დაუძუელებელ უფროჲს სიტყჳსა. და თჳთ სახელიცა ერმისი მეტყუელობისაგან ეწოდა, რამეთუ "ერი" თქუმად გამოითარგმანების ელენთა ენისაგან.

ხოლო მღდელმან მან დიოს კერპისამან, რამ...

სრულად ნახვა