...რამედ თავად ლაბანიც: „და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა" (). შვილების სიტყვებმა ლაბანის სულს შფოთი შეჰმატა და აივიწყებინა ის, რაც ადრე იაკობს საუბრისას უთხრა: „მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა" (). ადამიანი, რომელიც უფალს მადლობდა იმისთვის, რომ მართლის მოსვლით მისი სიმდიდრე გაამრავლა, ახლა, შვილების ზეგავლენით აზრები შეიცვალა რა, შურით აინთო და, მართალს დიდ სიუხვეში ხედავდა რა, აღარ სურდა, როგორც ადრე, მასთან მოპყრობა. „და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა". ხედავ, რა დიდია მართლის სიმშვიდე და რა დიდი უმადურობაა მათგან; როგორ, შურის დაშრეტისის მცდელობის ნაცვლად, მამის სულიც აღაშფოთეს? შეხედე შემდეგ, რა გამოუთქმელია ღვთის მზრუნველობა, რა მოწყალებას იჩენს, როცა ხედავს, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ. ღმერთი, მათი სიძულვილი მართლის მიმართ რომ იხილა, იაკობს ეუბნება: „მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა" (). საკმარისად, ამბობს, იცხოვრე უცხოეთში; ახლა მ...
დაბადება 30:2
1. დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა იაკობს და შეშურდა თავისი დისა. უთხრა იაკობს: მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები.2. განურისხდა რახელს იაკობი და უთხრა: ღმერთი ხომ არა ვარ, რომელიც მუცლის ნაყოფს გიბრკოლებს?3. თქვა ქალმა: აჰა, ბალა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა შვილიერი გავხდე მისგან.
დაბადება თავი 30