მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 30:3

2. განურისხდა რახელს იაკობი და უთხრა: ღმერთი ხომ არა ვარ, რომელიც მუცლის ნაყოფს გიბრკოლებს?3. თქვა ქალმა: აჰა, ბალა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა შვილიერი გავხდე მისგან.4. მისცა ბალა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან იაკობი.
დაბადება თავი 30
3. თქვა ქალმა: აჰა, ბალა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და შობოს ჩემს მუხლებზე, რათა შვილიერი გავხდე მისგან.
საუბარი 56. „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი" (დაბ 29:21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის ქორწინება და ეშმაკური ჩვეულებების მხილება (29:21-23)

იაკობის სიყვარულიდან რაქელის მიმართ გუშინ პავლე მოციქულის სიყვარულსა და ქრისტეს მიმართ დიდ ერთგულებაზე გადავედით და ვერ მოვასწარით, წინა საუბრის თანმიმდევრულ რიგს დავბრუნებოდით, თითქოს სწრაფმა ნაკადმა წაგვიღო. ამიტომ ახლა, თუ მოგეწონებათ, იმას მივუბრუნდეთ, რაც მომდევნო იყო, და გამოვავსოთ დარჩენილი, რომ ამ საუბრიდანაც საკმარისი სარგებელი მივიღოთ და ასე დავიშალოთ სახლებში. რადგან შვიდი წელი უკვე აღესრულა და ამდენი ხანი იაკობს „ვითარცა დღენი მცირენი" მოეჩვენა, ვინაიდან რაქელი უყვარდა, — „ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ აღესრულნეს დღენი იგი დროსანი. და შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო ქორწილი. და იყო მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა" (დაბ 29:21–23).

ხედავ, რა წესიერებით აღესრულებოდა ქორწილები ძველად? მოისმინეთ ეს თქვენ, ვინც ეშმაკის გართობებს მისდევთ და თავიდანვე ქორწინების სიწმიდეს ამცირებთ, იყო იქ ბუკების ხმა? იყო წინწილა? იყო ეშმაკის ცეკვები? მითხარ: რატომ შემოგაქვს სახლში ასეთ სირცხვილს და რატომ...

სრულად ნახვა
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
1. იაკობის სიმშვიდე და ლაბანთან შეთანხმება (30:25–33):

...ამსახურს ვიხდიდი, და ღვთის შეწევნაც აშკარად გამოგიჩნდა, ახლა სამართლიანობის თანახმად საკუთარი სახლიც უნდა მოვაწყო. რას ნიშნავს: „ვიშენო თავისა ჩემისა სახლი"? ნიშნავს — თავისუფლად ვიცხოვრო და საკუთარ საქმეებს მოვუაროო. ეს რომ მოისმინა, ლაბანმა უთხრა: „რაჲ მიგცე შენ?"; ანუ: მითხარ, რა გინდა ჩემგან მიიღო? (). მეც ვაღიარებ ამას და არ ვუარყოფ; ვიცი, რამდენი მომეცა ღვთისგან და, რომ შენი მოსვლით მაკურთხა ღმერთმა. „ჰრქუა მას იაკობ: ნუ რას მომცემ მე. უკუეთუ ჰყო სიტყუაჲ ესე ჩემი, კუალად ვჰმწყსიდე-ღა ცხოვართა შენთა და ვსცვიდე" (). არაფერი, ამბობს, მინდა შენგან გასამრჯელოს სახით მივიღო; მხოლოდ ის მომეცი, რასაც გეტყვი, და კვლავ შენს ცხვრებს ვუმწყემსებ. სწორედ ეს მინდა. შეხედე, რა წინადადებას უკეთებს მართალი ლაბანს, ღვთის შეწევნის იმედით: **„წარმოავლინე, — ამბობს, — ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ ყოველი ცხოვარი ფერით ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და სხურებული თხათაგან. ესე იყო სასყიდელად ჩემდა. და შეისმინოს ჩემი სიმართლემან ჩემმან ამას დღესა შინა ხვალე, რამეთუ არს სასყიდელი ჩემი შენ თანა: ყოველი, რომელი არა იყოს სხურებულ და მოთეთრე თხათა შორის და სპეტაკ და ფეროჲ კრავთა შორის, წოდე...

სრულად ნახვა