მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 31:1

1. გაიგო იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ, ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.2. სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო.
დაბადება თავი 31
1. გაიგო იაკობმა ლაბანის ძეთა ნათქვამი, რომ ამბობდნენ, ყველაფერი წაართვა იაკობმა მამაჩვენს, მამაჩვენისეული ქონებით გამდიდრდაო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ღვთის განგება ფარის გამრავლებაში (30:34–31:9):

...ფრიად: ზროხაჲ, და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირები"** (). მაგრამ შეხედე, როგორ აღძრა ამან კვლავ შური მართლის მიმართ. „და ესმა იაკობს სიტყუაჲ ძეთა ლაბანისთა, ვითარ-იგი ეტყოდეს: მიგვიღო იაკობ ყოველივე მამისა ჩუენისა და მამისა ჩუენისათა მოიგო ყოველი ესე დიდებაჲ" (). შენიშნე, როგორ მიიყვანს შური უმადურობამდე — არა მხოლოდ ისინი, არამედ თავად ლაბანიც: „და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა" (). შვილების სიტყვებმა ლაბანის სულს შფოთი შეჰმატა და აივიწყებინა ის, რაც ადრე იაკობს საუბრისას უთხრა: „მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა" (). ადამიანი, რომელიც უფალს მადლობდა იმისთვის, რომ მართლის მოსვლით მისი სიმდიდრე გაამრავლა, ახლა, შვილების ზეგავლენით აზრები შეიცვალა რა, შურით აინთო და, მართალს დიდ სიუხვეში ხედავდა რა, აღარ სურდა, როგორც ადრე, მასთან მოპყრობა. „და იხილა იაკობ პირი ლაბანისი და არა იყო მისა მიმართ, ვითარ-იგი გუშინდელსა და ძოღანდელსა დღესა". ხედავ, რა დიდია მართლის სიმშვიდე და რა დიდი უმადურობაა მათგან; როგორ, შურის დაშრეტისი...

სრულად ნახვა