მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 31:10

9. წაართვა ღმერთმა საქონელი მამათქვენს და მე მომცა.10. ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ, აჰა, ვაცები ფარას რომ ახტებიან, სულ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები არიან.11. მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: იაკობ! მივუგე: აქა ვარ.
დაბადება თავი 31
10. ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ, აჰა, ვაცები ფარას რომ ახტებიან, სულ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები არიან.
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იაკობის ცოლები ღვთის ნებას ემორჩილებიან (31:10–18):

შეხედე, როგორ აუწყებს მათ მამის უმადურობასაც და საკუთარ გულმოდგინებასაც, რომელიც მისი მსახურებისას გამოავლინა: თქვენ იცით, ამბობს, რომ მთელი ძალით ვემსახურებოდი თქვენს მამას. ამავდროულად, ღვთის მზრუნველობასაც ასახავს მათ წინაშე და აჩვენებს, რომ ყველაფერი ზეციურმა შეწევნამ აკეთა და ლაბანის სიმდიდრე მას გადასცა. „მოუღო ღმერთმან, — ეუბნება, — ყოველივე იგი საცხოვარი მამისა თქუენისა და მომცა მე. და იყო, რაჟამს მაკდებოდეს ცხოვარნი და მუცლად-იღებდეს, ვიხილე თუალითა ჩემითა ძილსა შინა: და აჰა, ვაცები და ვერძები აღვიდოდა ცხოვართა და თხათა სპეტაკი და ჭრელი და ნაცრისფერად სხურებული. და მრქუა მე ანგელოზმან უფლისამან ძილსა შინა: იაკობ, იაკობ. მე ვარქუ ვითარმედ: რაჲ არს? და თქუა: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ვაცები ესე და ვერძები, აღმავალი ცხოვართა და თხათა სპეტაკთა და ჭრელთა და ნაცრისფერად სხურებულთა, რამეთუ მე ვიხილე, რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ" (დაბ 31:10–12).

ხედავ, რომ ზენა ძალა ყველაფერ ამას აკეთებდა, მართალს შრომის სანაცვლოდ აჯილდოებდა? რადგან ის უმადური იყო მის მიმართ, უხვმოწყალე უფალი უხვად აჯილდოებს მართალს: „რამეთუ მე ვიხილე, —...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის