მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 31:11

10. ფარის ახურების დრო იყო. ავახილე თვალი სიზმარში და ვხედავ, აჰა, ვაცები ფარას რომ ახტებიან, სულ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები არიან.11. მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: იაკობ! მივუგე: აქა ვარ.12. მითხრა: აახილე თვალი და შეხედე, ყველა ვაცი, ფარას რომ ახტება, ხატულაა, დაწინწკლულია და ჭრელია. რადგან ყველაფერს ვხედავ, რასაც ლაბანი გიკეთებს.
დაბადება თავი 31
11. მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: იაკობ! მივუგე: აქა ვარ.
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის სიმშვიდე და ლაბანთან შეთანხმება (30:25–33)

დღეს, საყვარელნო, გუშინდელი საუბრის ნაშთი უნდა გადმოგცეთ, რათა ახლა მოსმენილიდანაც შეიცნოთ ღვთის მზრუნველობა იაკობის მიმართ და თავად მართლის ღვთისმოშიშობაც, და მის სათნოებას მიბაძოთ. უმიზეზოდ არ შეუნახავს სულიწმიდის მადლს ჩვენთვის წერილში ეს ყველა თხრობა — არამედ იმისთვის, რომ სათნოებიან ადამიანთა მიბაძვისა და შეჯიბრებისკენ წაგვეხალისებინა. და მართლაც, როცა ერთის მოთმინებას ვისმენთ, მეორის თავმდაბლობას, მესამის სტუმართმოყვარეობას და თითოეულის დიდ სათნოებას, როცა ვისმენთ, როგორ განდიდდნენ და ამაღლდნენ ყველანი — მაშინ აღვაგზნებთ ჩვენში ამ სათნოებაში შეჯიბრების სურვილს. მაშ, დღეს ამ მართლის შესახებ დანარჩენი თხრობა გადმოვცეთ და ჩვენი საუბარიც ამით დავამთავროთ. „და იყო, — ნათქვამია, — ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ" (დაბ 30:25–26).

შეხედე, რა კეთილგონიერია ეს მართალი კაცი: ღვთის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის