...დე, როგორ ამხელს თავად თავს და საკუთარი ბაგეებით აღიარებს, რომ მართლისთვის ბოროტების ჩადენას აპირებდა; მაგრამ ღვთის განგებამ მის განზრახვას ხელი შეუშალა: „და აწცა შემძლებელ არს ჴელი ჩემი ბოროტის-ყოფად შენდა. არამედ ღმერთმან მამისა შენისამან მრქუა მე გუშინ: ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე ეტყოდი იაკობს ბოროტსა" (). წარმოიდგინე, რა ნუგეშს მისცემდა ეს სიტყვები მართალს, და შეხედე, როგორ გამოუმჟღავნა ლაბანმა მას თავისი განზრახვებიც, მიზანიც, რომლითაც მისდევდა, და ისიც, რომ ღვთის შიშმა შეაკავა მისი ბოროტი განზრახვების აღსრულებისგან: „ღმერთმან მამისა შენისამან", ამბობს. ხედავ, რომ თავად ლაბანმაც არამცირე სარგებელი მიიღო აქედან, ღვთისგან ნათქვამიდან ღვთის ყოვლისშემძლეობის უდიდეს მოწმობას რომ მიიღებდა. მაგრამ, რადგან შენც ეს მოისურვე, ამბობს შემდეგ, და ღმერთი ასეთ დიდ მზრუნველობას გიჩვენებს: „აწ წარმოსრულ ხარ, გულის თქუმით გულმან გითქუა წარსლვად სახედ მამისა შენისა. გარნა რაჲსათჳს წარმოიპარენ ღმერთნი ჩემნი?" (). იყოს, ამბობს; შენ ეს გადაწყვიტე, მამის სახლში დაბრუნება მოინდომე: მაგრამ რატომ მოიპარე ჩემი ღმერთები? ო, უკიდურესი უგუნურება! ასეთი ღმერთები გყავს, რომ მათი მოპარვაც შეიძლება? არ გრ...
დაბადება 31:29
28. არ დამაცადე, ჩემი ვაჟები და ასულები გადამეკოცნა; უგუნურად მოიქეცი.29. გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში: თავი შეიკავე, ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო.30. ახლა, წასვლით კი მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ღმერთები რაღად მომპარე?
დაბადება თავი 31