...სარგებელი მიიღო აქედან, ღვთისგან ნათქვამიდან ღვთის ყოვლისშემძლეობის უდიდეს მოწმობას რომ მიიღებდა. მაგრამ, რადგან შენც ეს მოისურვე, ამბობს შემდეგ, და ღმერთი ასეთ დიდ მზრუნველობას გიჩვენებს: „აწ წარმოსრულ ხარ, გულის თქუმით გულმან გითქუა წარსლვად სახედ მამისა შენისა. გარნა რაჲსათჳს წარმოიპარენ ღმერთნი ჩემნი?" (). იყოს, ამბობს; შენ ეს გადაწყვიტე, მამის სახლში დაბრუნება მოინდომე: მაგრამ რატომ მოიპარე ჩემი ღმერთები? ო, უკიდურესი უგუნურება! ასეთი ღმერთები გყავს, რომ მათი მოპარვაც შეიძლება? არ გრცხვენია ამბობ: „რაჲსათჳს წარმოიპარენ ღმერთნი ჩემნი"! შეხედე, რა უკიდურეს ცთომილებაში იყვნენ ადამიანები, გონებით დაჯილდოებულნი, რომ ხეებსა და ქვებს თაყვანს სცემდნენ. მაშ, შენი ღმერთები, ლაბან, თავის თავს ვერ დაიცვეს, როცა მათი მოპარვა მოინდომეს! და როგორ შეძლებდნენ, ქვისგან, რომ იყვნენ გაკეთებულნი? ხოლო მართლის ღმერთმა შენი რისხვა შეაკავა მისი უწყების გარეშეც. და შენ არ ფიქრობ, რა დიდია შენი სიბრმავე, და კიდევ მართალს ბრალს დებ ქურდობაში! და რისთვის მოიპარავდა მართალი შენს ღმერთებს, რომლებიც ეზიზღებოდა, უფრო მეტიც — რომლებიც, იცოდა, უგრძნობი ქვები იყო? მაგრამ იაკობმა, ლაბანის სიტყვები დიდი სიმშვიდით რომ მოისმინა, ჯერ მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბ...
დაბადება 31:30
29. გიბოროტებდი, მაგრამ თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მითხრა წუხელ სიზმარში: თავი შეიკავე, ნურც კარგს ეტყვი იაკობს, ნურც ავსო.30. ახლა, წასვლით კი მიდიხარ, რაკი მოგნატრებია მამაშენის სახლი, მაგრამ ღმერთები რაღად მომპარე?31. მიუგო იაკობმა და უთხრა ლაბანს: შემეშინდა, ვიფიქრე წამართმევდი შენს ასულებს.
დაბადება თავი 31