..., მამის სულიც აღაშფოთეს? შეხედე შემდეგ, რა გამოუთქმელია ღვთის მზრუნველობა, რა მოწყალებას იჩენს, როცა ხედავს, რომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ. ღმერთი, მათი სიძულვილი მართლის მიმართ რომ იხილა, იაკობს ეუბნება: „მიიქეც ქუეყანად მამისა შენისა და ქუეყანად ნათესავისა შენისა და ვიყო მე შენ თანა" (). საკმარისად, ამბობს, იცხოვრე უცხოეთში; ახლა მინდა აღვასრულო ის, რაც ადრე აღგითქვი, როცა გითხარი: „მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა" (). მაშ, ყოველგვარი შიშის გარეშე დაბრუნდი, რადგან მე შენთან ვიქნები. იმისთვის, რომ მართალს დაბრუნება არ გადაევადებინა და გაბედულად წამოსულიყო, უფალი ეუბნება: მე შენთან ვიქნები. მე, ვინც აქამდე შენს ცხოვრებას ვაწესრიგებდი და შენს შთამომავლობას ვამრავლებდი, მე ამიერითგანაც შენთან ვიქნები. მართალმა, ეს რომ მოისმინა ღვთისგან, აღარ დაყოვნდა და მგზავრობისთვის მზადებას შეუდგა. „მიავლინა, — ნათქვამია, — იაკობ და მოუწოდა ლიას და რაქელს ველად, სადა-იგი იყო სამწყსოჲ და ჰრქუა მათ". სურს ცოლებს აუწყოს მგზავრობის განზრახვა, ღვთის ბრძანება შეატყობინოს და მამის სიძულვილი. **„და ჰრქუა მათ: ვხედავ მე პირსა მამისა თქუენისა, რამეთუ არა არს ჩემდა მომართ, ვითარ-იგი გუ...
დაბადება 31:3
2. სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორც ადრე იყო.3. უთხრა უფალმა იაკობს: დაუბრუნდი შენი მამა-პაპის ქვეყანას, შენს სამშობლოს, და მეც შენთან ვიქნები.4. გაგზავნა კაცი იაკობმა და მოუხმო რახელსა და ლეას ველად, ფარასთან.
დაბადება თავი 31