მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 31:36

35. უთხრა რახელმა მამას: ნუ გამირისხდება ჩემი ბატონი, რომ ვერ წამოვდგები შენს წინაშე, რადგან დედათა წესი მჭირს. ეძება და ვერ იპოვნა ლაბანმა კერპები.36. განრისხდა იაკობი და წაეკიდა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: რა დავაშავე, რა შევცოდე, რომ დამდევნებიხარ?37. ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ჭურჭელი, რა ნახე მათში შენი სახლიდან წამოღებული? გადმოალაგე აქ შენი და ჩემი სახლიკაცების თვალწინ და მათ გაგვსაჯონ ჩვენ ორნი.
დაბადება თავი 31
36. განრისხდა იაკობი და წაეკიდა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: რა დავაშავე, რა შევცოდე, რომ დამდევნებიხარ?
საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. კერპთაყვანისმცემლობის ამაოება და იაკობის გამართლება (31:36–40):

ბევრი ჭკუა ჰქონდა რაქელს, რომ ლაბანის მოტყუება მოახერხა. ისმინონ ადამიანებმა, ვინც დღემდე ცთომილებას ემსახურება და კერპთაყვანისმცემლობას ეტრფიან: „მოიხუნა კერპნი იგი, — ნათქვამია, — და ქუე შესხნა იგინი პალანთა აქლემისათა და დაჯდა მათ ზედა". რა შეიძლება ამაზე სასაცილო იყოს? ადამიანები, გონებით დაჯილდოებულნი, ღვთის კაცთმოყვარეობით ასეთი დიდი უპირატესობების ღირსქმნილნი, უგრძნობ ქვებს თაყვანს სცემენ და არც ირცხვინებიან, არ დაფიქრდებიან, რა უაზროა ეს, არამედ, უტყვ ცხოველებივით, მხოლოდ ჩვეულებით ხელმძღვანელობენ. ამიტომაც პავლე ასე წერს: „უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით" (). და კარგად თქვა: „უჴმოთა". და თქვენ, ამბობს, ხმიანებს, სმენითა და სიტყვით დაჯილდოებულებს, უტყვ ცხოველებივით იმისკენ მისწრაფდებოდით, რასაც არანაირი გრძნობა არ ჰქონდა. და რა მოწყალება შეიძლება ასეთ ადამიანთა მიმართ! მაგრამ ვნახოთ, რას ამბობს მართალი, გამხნევებული ლაბანის აღიარებით და იმითაც, რომ ლაბანმა ვერანაირი კარგშეხედული საბაბი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის