მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 31:37

36. განრისხდა იაკობი და წაეკიდა ლაბანს. უთხრა იაკობმა ლაბანს: რა დავაშავე, რა შევცოდე, რომ დამდევნებიხარ?37. ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ჭურჭელი, რა ნახე მათში შენი სახლიდან წამოღებული? გადმოალაგე აქ შენი და ჩემი სახლიკაცების თვალწინ და მათ გაგვსაჯონ ჩვენ ორნი.38. აჰა, ოცი წელიწადი ვარ შენთან და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდრად არასოდეს მოუგიათ, არც შენი ფარის ვერძები შემიჭამია.
დაბადება თავი 31
37. ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ჭურჭელი, რა ნახე მათში შენი სახლიდან წამოღებული? გადმოალაგე აქ შენი და ჩემი სახლიკაცების თვალწინ და მათ გაგვსაჯონ ჩვენ ორნი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. კერპთაყვანისმცემლობის ამაოება და იაკობის გამართლება (31:36–40):

...აბ 31:36). რისთვის, ანუ ასეთი სისწრაფით დამედევნე? რა უსამართლობაში შეგიძლია დაგვადანაშაულო? რა დანაშაულში? უფრო მეტიც, ის შეურაცხყოფაც მოგვაყენე, რომ ჩემი მთელი ქონება გაჩხრიკე! „რაჲ ჰპოვე ყოვლისაგან ჭურჭლისა სახლსა შენისასა? დადევ აქა წინაშე ყოველთა ძმათა შენთა და ჩემთა და გუამხილონ საშუალ ორთავე" (). ანუ ასეთი ჩხრეკის შემდეგ, რამე იპოვე, რაც ჩემი არ იყო, ან რამე შენი? თუ იპოვე, გამოიტანე შუაში; და დე, ჩემთან მყოფნიც და შენთან მოსულნიც განგვსაჯონ ჩვენს შორის. რადგან ხედავდა, რომ არაფერში იყო დამნაშავე, დიდი კადნიერებით ახსენებს ერთგულებას, რომლითაც მთელი დროის განმავლობაში ემსახურებოდა, და ეუბნება: „ესე ოცი წელ არს" (). ამდენწლიანი შრომის შემდეგ, ასეთ შეურაცხყოფას ვიმსახურებ? „ესე ოცი წელ". დღემდე სრულ ოც წელს ვცხოვრობდი შენს სახლში. „ცხოვარნი შენნი და თხანი შენნი არა უშვილო იქმნნეს, ვერძნი ცხოვართა შენთანი არა შევჭამენ. ნამჴეცავი არა სადა მოგართვი შენ; მე ვზღევდ თავით ჩემით ნაპარევსა დღისასა და ნაპარევსა ღამისასა. შევიწვებოდე სიცხითა დღისათა და ნეფხვითა ღამისათა და განყენებულ იყო ძილი თუალთაგან ჩემთა" (დაბ 31:38–40). ნუთუ დაგავიწყდა ჩემი შრომა, რომელიც შენი ცხვრებ...

სრულად ნახვა