...ეკის შემდეგ, რამე იპოვე, რაც ჩემი არ იყო, ან რამე შენი? თუ იპოვე, გამოიტანე შუაში; და დე, ჩემთან მყოფნიც და შენთან მოსულნიც განგვსაჯონ ჩვენს შორის. რადგან ხედავდა, რომ არაფერში იყო დამნაშავე, დიდი კადნიერებით ახსენებს ერთგულებას, რომლითაც მთელი დროის განმავლობაში ემსახურებოდა, და ეუბნება: „ესე ოცი წელ არს" (). ამდენწლიანი შრომის შემდეგ, ასეთ შეურაცხყოფას ვიმსახურებ? „ესე ოცი წელ". დღემდე სრულ ოც წელს ვცხოვრობდი შენს სახლში. „ცხოვარნი შენნი და თხანი შენნი არა უშვილო იქმნნეს, ვერძნი ცხოვართა შენთანი არა შევჭამენ. ნამჴეცავი არა სადა მოგართვი შენ; მე ვზღევდ თავით ჩემით ნაპარევსა დღისასა და ნაპარევსა ღამისასა. შევიწვებოდე სიცხითა დღისათა და ნეფხვითა ღამისათა და განყენებულ იყო ძილი თუალთაგან ჩემთა" (დაბ 31:38–40). ნუთუ დაგავიწყდა ჩემი შრომა, რომელიც შენი ცხვრებისა და თხების მწყემსვისას ვიტვირთე? შეგიძლია იმაშიც კი დამადანაშაულო, რომ ოდესმე შენი ცხვრები ან თხები უნაყოფო იყვნენ? შეხედე, როგორ მიუთითებს ღვთის კეთილგანწყობაზე, რომელიც მისი ყოფნის წყალობით ლაბანის სახლს ჰქონდა; ეს იგივეა, რაც ადრე უთხრა: „და გაკურთხა შენ უფალმან ფერჴსა ჩემსა" (), რადგან ეს მწყემსისგან მოთხოვნის საგანი...
დაბადება 31:38
37. ხომ გაჩხრიკე მთელი ჩემი ჭურჭელი, რა ნახე მათში შენი სახლიდან წამოღებული? გადმოალაგე აქ შენი და ჩემი სახლიკაცების თვალწინ და მათ გაგვსაჯონ ჩვენ ორნი.38. აჰა, ოცი წელიწადი ვარ შენთან და შენს ცხვრებსა და თხებს მკვდრად არასოდეს მოუგიათ, არც შენი ფარის ვერძები შემიჭამია.39. ნამხეცავი პირუტყვი შენთან არ მომიტანია, მე ვზარალობდი; მე მაზღვევინებდი დღისით ნაქურდალს და ღამით ნაქურდალს.
დაბადება თავი 31