მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 32:25

24. მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე.25. როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას.26. უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ.
დაბადება თავი 32
25. როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. იაკობის ჭიდილი ღმერთთან და ისრაელის სახელი (32:20–28):

...და მას კაცი ვიდრე განთიადმდე"** (დაბ 32:23–24). დიდია ღვთის კაცთმოყვარეობა! რადგან ძმის შესახვედრად მიდიოდა, იმისთვის, რომ საქმით დარწმუნებულიყო, არანაირი ვნება არ მოელის, უფალი კაცის სახით ბრძოლაში შეებრძოლა მართალს. მერე კი, რომ ნახა — მას ვერ სძლევს, მტკიცედ, ნათქვამია, „შეახო ვრცელსა ბარკლისა მისისასა" (). ეს ყოველივე შემწყნარებლობით ხდებოდა, რათა მართლის სულიდან შიში განედევნა და ძმის შესახვედრად ყოველგვარი შეშფოთების გარეშე წასულიყო. როცა მტკიცედ შეახო, ნათქვამია, „ვრცელსა ბარკლისასა, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა". მერე, რათა მართალს შეეცნო ძალა იმისა, ვინც ხილულად ებრძოდა, მან უთხრა: „განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი" (). მართალმა, ამ სიტყვების წარმომთქმელის ძალის სიდიადე რომ იგრძნო, მიუგო: „არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე" (). დიდს, ამბობს, ვეღირსე, ჩემი ღირსების აღმატებულს; ამიტომ არ გაგიშვებ, სანამ კურთხევას არ მომანიჭებ. მერე ჰკითხა: „რაჲ არს სახელი შენი?" (). კვლავ შენიშნე მოწყალება. განა მართლის სახელი არ იცოდა, რომ ჰკითხ...

სრულად ნახვა