...დან შიში განედევნა და ძმის შესახვედრად ყოველგვარი შეშფოთების გარეშე წასულიყო. როცა მტკიცედ შეახო, ნათქვამია, „ვრცელსა ბარკლისასა, დაუბუშა ვრცელი ბარკლისაჲ იაკობისი ბრძოლასა მას მისსა მის თანა". მერე, რათა მართალს შეეცნო ძალა იმისა, ვინც ხილულად ებრძოდა, მან უთხრა: „განმიტევე მე, რამეთუ აღმოჴდა ცისკარი" (). მართალმა, ამ სიტყვების წარმომთქმელის ძალის სიდიადე რომ იგრძნო, მიუგო: „არა განგიტეო შენ, ვიდრემდე მაკურთხო მე" (). დიდს, ამბობს, ვეღირსე, ჩემი ღირსების აღმატებულს; ამიტომ არ გაგიშვებ, სანამ კურთხევას არ მომანიჭებ. მერე ჰკითხა: „რაჲ არს სახელი შენი?" (). კვლავ შენიშნე მოწყალება. განა მართლის სახელი არ იცოდა, რომ ჰკითხა? რა თქმა უნდა, იცოდა; მაგრამ ამ კითხვით სურდა მხოლოდ რწმენაში განემტკიცებინა და ეჩვენებინა, ვინ ესაუბრებოდა მას. როცა მართალმა უპასუხა: იაკობი, გამოცხადდა: „არღარა გერქუას შენ ამიერითგან იაკობ, არამედ ისრაჱლ იყოს სახელი შენი. რამეთუ განსძლიერდი ღმრთისა თანა და კაცთა თანაცა ძლიერ იყო" (). ხედავ, როგორ წარმოაჩინა სრულად ის მიზეზი, რის გამოც მართალს ასეთი მოწყალება...
დაბადება 32:26
25. როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო მის თეძოს სახსარს და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას.26. უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ.27. უთხრა: რა გქვია? მიუგო: იაკობი.
დაბადება თავი 32