...დაბ 33:12), ესე იგი, მოგზაურობა ერთად გავაგრძელოთ. მაგრამ იაკობმა, კარგშეხედული საბაბი რომ მონახა, სთხოვა: „უფალმან ჩემმან, — ამბობს, — იცის, რამეთუ ყრმანი ჩემნი ჩჩჳლ არიან და ზროხა და ცხოვარი ჩემნი შობენ ოდენ. უკუეთუ წარვიქცინე იგინი დღე ერთ, მოსწყდეს ყოველნი საცხოვარნი ჩემნი" (). ვერ შევძლებ, ამბობს, მოგზაურობაში სიჩქარეს; შვილებისა და სამწყსოების გულისთვის ნელა და ნემს-ნემსა მიმაქვს, რათა დიდი შრომით ზიანი არ მივაყენო. მაშ, წადი შენ, ამბობს; მე კი, შვილებისა და სამწყსოების შრომას რომ ნაწილ-ნაწილ გავანაწილებ, სეირში დაგეწევი. ესავმა ეს რომ მოისმინა, თქვა: თუ გინდა, „დაუტეო ერისა ამისგან შენ თანა, რომელი არს ჩემ თანა" (), — ამით პატივისცემასა და მზრუნველობას ავლენდა. მაგრამ იაკობმა ესეც არ მიიღო: „ესე კმა არს, — ამბობს, — რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა". ჩემი ერთადერთი მზრუნველობა იყო შენი კეთილგანწყობის მოპოვება; ეს რომ მოვიპოვე, სხვა არაფერი მჭირდება. „და წარმოვიდა, — ნათქვამია, — იაკობ კარვობად და იქმნა მუნ სახლი და საცხოვარსა თჳსსა უქმნა საყოფელი. ამისთჳს უწოდა სახელი ადგილისა მის «კარვებ»" ()...
დაბადება 33:13
12. უთხრა ესავმა: დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები.13. უთხრა: იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები, და ცხვარ-ძროხა მაკედა მყავს. წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი.14. თავისი მორჩილის წინ იაროს ჩემმა ბატონმა; მე კი ნელ-ნელა, ფეხდაფეხ გავყვები საქონელს და ბავშვებს, ვიდრე ჩემს ბატონთან მივიდოდე სეყირში.
დაბადება თავი 33