...არს იტყვი მიღებაზე, ამბობს; ეს ყოველივე ღმერთმა მიბოძა; ის არის მომცემი ყველაფრისა, რაც მაქვს. ამით იაკობი შეუმჩნევლად აგრძნობინებდა ძმას, რა საღვთო განგებით სარგებლობს, და მას დიდ პატივისცემისკენ მოუწოდებდა. „და აიძულა მას და მიიღო". ხედავ, რარიგ ცვლილება მოხდა! „ჰრქუა ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ" (), ესე იგი, მოგზაურობა ერთად გავაგრძელოთ. მაგრამ იაკობმა, კარგშეხედული საბაბი რომ მონახა, სთხოვა: „უფალმან ჩემმან, — ამბობს, — იცის, რამეთუ ყრმანი ჩემნი ჩჩჳლ არიან და ზროხა და ცხოვარი ჩემნი შობენ ოდენ. უკუეთუ წარვიქცინე იგინი დღე ერთ, მოსწყდეს ყოველნი საცხოვარნი ჩემნი" (). ვერ შევძლებ, ამბობს, მოგზაურობაში სიჩქარეს; შვილებისა და სამწყსოების გულისთვის ნელა და ნემს-ნემსა მიმაქვს, რათა დიდი შრომით ზიანი არ მივაყენო. მაშ, წადი შენ, ამბობს; მე კი, შვილებისა და სამწყსოების შრომას რომ ნაწილ-ნაწილ გავანაწილებ, სეირში დაგეწევი. ესავმა ეს რომ მოისმინა, თქვა: თუ გინდა, „დაუტეო ერისა ამისგან შენ თანა, რომელი არს ჩემ თანა" (), — ამით პატივისცემასა და მზრუნველობას ავლენდა. მაგრამ იაკობმა ესეც არ მიიღო: **„ესე კმა არს, — ამბობს, — რამეთუ ვპოვე...
დაბადება 33:12
11. მიიღე შენთვის გამოგზავნილი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს. არ მოეშვა და მანაც მიიღო.12. უთხრა ესავმა: დავიძრათ და წავიდეთ, მე წინ წაგიძღვები.13. უთხრა: იცის ჩემმა ბატონმა, რომ სათუთნი არიან ბავშვები, და ცხვარ-ძროხა მაკედა მყავს. წინ რომ გავირეკო, ერთ დღეში გამიწყდება მთელი საქონელი.
დაბადება თავი 33