მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 33:4

3. თავად კი მათ წინ გაემართა და, ვიდრე მიუახლოვდებოდა, შვიდგზის მდაბლად თაყვანისცა ძმას.4. სირბილით შეეგება ესავი, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორთავენი.5. აიხედა ესავმა და დაინახა ქალები და ბავშვები უთხრა: შენი რა არიან ესენი? უთხრა: შვილები ღმერთმა რომ უწყალობა შენს მორჩილს.
დაბადება თავი 33
4. სირბილით შეეგება ესავი, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორთავენი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის ხილვა და განკაცების წინასახე (32:29–33:4):

..., მიდის ძმის შესახვედრად. „და თაყუანის-სცა ქუეყანასა ზედა შვიდგზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თჳსისა", — სახითაცა და თაყვანისცემითაც ძმის კეთილგანწყობას იზიდავდა. ასეც მოხდა: „მირბიოდა, — ნათქვამია, — ესავ შემთხუევად მისა და მოეხჳა და ამბორს-უყო და დასდვა პირი მისი ზედა ქედსა იაკობისასა; და ტიროდეს ორნივე" ().

4. ძმათა შერიგება და იაკობის თავმდაბლობა (33:5–17)

შეხედე, რა განგება ღვთისა! რასაც გუშინ ვამბობდი, ახლაც იმას ვიტყვი: როცა ყოვლისმპყრობელს სურს ჩვენდამი თავისი მზრუნველობის გამოჩენა, ჩვენს მტრებსაც კი ცხვრებზე მშვიდებს ხდის. შენიშნე, რა ცვლილება გამოავლინა ესავმა. „მირბიოდა, — ნათქვამია, — შემთხუევად მისა, მოეხჳა და ამბორს-უყო; და ტიროდეს ორნივე". ბოლოს, მართალმა თავისუფლად ამოისუნთქა, შიში მოიშორა და, შეშფოთებისგან განთავისუფლებულმა, გამბედაობა მოიკრიბა. „და მიხედა და იხილნა ცოლნი მისნი და ყრმანი და ჰრქუა: რაჲ გეყვიან ესენი?" (). ძმის მრავალრიცხოვანი ოჯახი რომ იხილა, გაოცდა და გაკვირვებული შეკითხვა დასვა. რა მიუგო მართალმა? „ყრმანი ესე, — ამბობს, — რომელ მე შემიწყალა ღმერთმან, მონაჲ შენი" (). შეხედე, რარიგ დიდი ძალა ჰქ...

სრულად ნახვა