მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 33:9

8. უთხრა ესავმა: რა იყო მთელი ის ბანაკი, წინ რო შემომხვდა? უთხრა: რომ მადლი ვპოვო ჩემი ბატონის თვალში.9. უთხრა ესავმა: არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს.10. უთხრა იაკობმა: არა. თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი. რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს და შენც წყალობით შემომხედე.
დაბადება თავი 33
9. უთხრა ესავმა: არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს.
საუბარი 58. „და აღიხილნა იაკობ თუალნი და იხილა ბანაკი ღმრთისაჲ" (დაბ 32:1–2)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. იაკობის შიში ესავის წინაშე და ლოცვა ღვთისადმი (32:1–12)

ვიცი, რომ გუშინ საუბრის სიგრძემ დაგღალათ. მაგრამ იყავით მოთმინებით: თქვენი შრომა ამაო არ არის — იგი უფლისთვის აღესრულება, რომელიც მცირეხნიან შრომასაც დიდი ჯილდოებით ღირს-ჰყოფს. სხეული თუ დაიღალა, სულმა მით უფრო განმტკიცება მიიღო. მეც მინდოდა, სწავლება შემემოკლებინა, მაგრამ თქვენი ძლიერი სურვილისა და გულმოდგინე მოშურნეობას რომ ვხედავდი, ვერ გავბედე სიტყვის უდროოდ შეწყვეტა დაწყებული თხრობის დამთავრებამდე, იმის მცოდნემ, რომ ამით უფრო დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ხანგრძლივმა საუბარმა განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩინა თქვენი დიდი გულმოდგინება და სმენის დაუოკებელი წყურვილი. ამიტომაც მეც, დღითიდღე მზარდ მოშურნეობას რომ ვამჩნევ, მეტი მზადყოფნით ვიწყებ თქვენთვის სწავლების წარმოთქმას. მაშ, დღესაც, შეძლებისამებრ, გუშინდელის მომდევნო რომ გავაგრძელოთ, თქვენ, საყვარელნო, ჩვეულ ტრაპეზს შემოგთავაზოთ და ვნახოთ, მართალმა იაკობმა ლაბანის წასვლის შემდეგ როგორ განაგრძო მოგზაურობა. საღვთო წერილში წარმოდგენილიდან არაფერია ტყუილად ნათქვამი, არამედ მართალთა ყოველ საქციელს ჩვენთვის უდიდესი...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის