...შენივე"** (). თუმცა იაკობი ამით არ დაკმაყოფილდა: სურდა ეჩვენებინა, რამდენად ფასობს მისთვის ძმის კეთილგანწყობა, და ამბობს: „უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მიიღე ძღუენი ჴელთაგან ჩემთა ამისთჳს, რამეთუ ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ იხილის პირი ღმრთისა, ჯერ-მიჩინე" (). მიიღე, ამბობს, ჩემგან მოტანილი ძღვენი, რადგან ისეთი სიხარულით ვიხილე შენი სახე, თითქოს ღვთის სახე ვიხილე. ეს მართალმა განსაკუთრებული პატივისცემით თქვა, რათა გული დაელბო და ძმური სიყვარულისკენ მოეზიდა. „ჯერ-მიჩინე", ესე იგი, სასურველი გამიკეთე. „და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ, რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად" (). ნუ უარს იტყვი მიღებაზე, ამბობს; ეს ყოველივე ღმერთმა მიბოძა; ის არის მომცემი ყველაფრისა, რაც მაქვს. ამით იაკობი შეუმჩნევლად აგრძნობინებდა ძმას, რა საღვთო განგებით სარგებლობს, და მას დიდ პატივისცემისკენ მოუწოდებდა. „და აიძულა მას და მიიღო". ხედავ, რარიგ ცვლილება მოხდა! „ჰრქუა ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ" (), ესე იგი, მოგზაურობა ერთად გავაგრძელოთ. მაგრამ იაკობმა, კარგშეხედული საბაბი...
დაბადება 33:10
9. უთხრა ესავმა: არაფერი მაკლია, ძმაო. შენი შენვე გქონდეს.10. უთხრა იაკობმა: არა. თუ მადლი მიპოვნია ჩემი ბატონის თვალში, მიიღე ჩემგან ეს ძღვენი. რადგან შენი სახე რომ დავინახე, გინდ ღვთის სახე დამენახოს და შენც წყალობით შემომხედე.11. მიიღე შენთვის გამოგზავნილი ეს მოსაკითხი, რადგან ღმერთმა მომხედა და ყველაფერი მაქვს. არ მოეშვა და მანაც მიიღო.
დაბადება თავი 33