...ვ, — რომელი მივეც აბრაჰამს და ისაკს, შენ მიგცე იგი, და შენდა იყოს და ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა"** (). რადგან იაკობი, სიმეონისა და ლევის ცნობილი საქციელის გამო ამბობდა: „მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი" (), — და ყველაფერში სულმოკლეობასა და დიდ შიშს ავლენდა, ამიტომ კაცთმოყვარე უფალი ახლა ეუბნება: შენ თქვი: „მცირე ვარ რიცხჳთ", მაგრამ იცოდე, რომ შენი თესლი გამრავლდება, გავრცელდება და ისე სახელოვანი იქნება, რომ ხალხთა შეკრებანიცა და მეფენიც წარმოიშობიან მისგან; არა მხოლოდ არ აღიხოცები, არამედ შენ და შენი თესლი ამ მთელს ქვეყანას დაიმკვიდრებთ. ასეთი აღთქმების მიცემის შემდეგ, „აღვიდა, — ნათქვამია, — ღმერთი მიერ ადგილით, სადა-იგი ეტყოდა მას" (). შეხედე, როგორ საღვთო წერილი ჩვენდამი შემწყნარებულული გამოთქმებით გვიხსნის. „აღვიდა, — ამბობს, — ღმერთი მიერ", — არა იმისთვის ასე ამბობს, რომ ღვთაებას რაიმე ადგილით შემოსაზღვრულად წარმოვიდგინოთ, არამედ იმისთვის, რომ ამაშიც ღვთის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობა შევიცნოთ. ამგვარ თხრობაშიც სულიწმიდის მადლი ადამიანურ სისუსტეს შეუწყნარდება. სიტყვებ...
დაბადება 34:30
29. მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს.30. უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ - ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც.31. უთხრეს: როგორც მეძავს უნდა მოჰქცეოდნენ ჩვენს დას?
დაბადება თავი 34