მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

დაბადება 34:8

7. იაკობის ვაჟებიც დაბრუნდნენ მინდვრიდან, როცა გაიგეს ეს ამბავი, შეწუხდნენ, გამწარდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დაემართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ.8. ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს, შექემს, თქვენს ასულზე; მიათხოვეთ ცოლად.9. დაგვიმოყვრდით, მოგვეცით თქვენი ქალები, ხოლო ჩვენი ქალები თქვენ წაიყვანეთ.
დაბადება თავი 34
8. ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს, შექემს, თქვენს ასულზე; მიათხოვეთ ცოლად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 59. „და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა" (დაბ 33:18–20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სიმდიდრის საცთური და დინას შეურაცხყოფა (34:1–12):

...მორის ძე, თავისი გულისწადილის აღსრულებით, მამისა და მთელი ქალაქის დაღუპვის მიზეზი გახდა? მაგრამ ჯერ მოვისმინოთ, რას ეუბნება ემორი; შემდეგ კი გაიგებთ დინას ძმების მზაკვრობას, როგორ ცდილობდნენ თავიანთი დის შეურაცხყოფისთვის შური ეძიათ. „ეტყოდა მათ ემორ და ჰრქუა: ძემან ჩემმან, სჳქემ, აღირჩია სულითა ასული თქუენი" (). შენიშნე, როგორ წინასწარმეტყველებს თავად მომავალ დაღუპვას. „აღირჩია სულითა", ამბობს, ანუ ძემ ჩემმა სული დადო თქვენს ასულზე. ეს იმიტომ ამბობდა, რომ ძის სიყვარული ქალწულის მიმართ გამოეხატა; მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ეს სიყვარული მისი თავისა და ყველა იქაური მცხოვრების დაღუპვის მიზეზი იქნებოდა. რადგან სიქემი ქალწულის სიყვარულით იწვის, ამბობს: „მოეცით მას იგი ცოლად. გუემზახენით ჩუენ და ასულნი თქუენნი მომცენით ჩუენ და ასულნი ჩუენნი მიუთხოენით ძეთა თქუენთა. და ჩუენ შორის დაემკჳდრენით, რამეთუ, აჰა ესერა, ქუეყანა ჩუენი ფართო არს წინაშე თქუენსა, დაეშენენით, და ივაჭრებდით მას ზედა და მოიგებდით მას შინა" (დაბ 34:8–10). შეხედე, რა კეთილგანწყობას იჩენს მამა ძის სიყვარულის გამო მწირთა მიმართ, როგორ ცდილობს თავისკენ მიიზიდოს ისინი, თავის მიწას უთმობს რა მათ. ასე იქცეოდა მამა. ხოლო ძე, მამის ასეთ მზრუნველობას ხედავდა რა, ხედავდა, რომ...

სრულად ნახვა